სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

„არავინ იმალება, ყველა იბრძვის, ბავშვებიც კი და მე ხომ არ დავიმალები?!“ - ქართველები უკრაინიდან
28-02-2022
-
+


რაკეტები აღარ აქვთ, დაბომბვის სიხშირე შემცირდა, - ასე დაიწყო დილას ჩემთან საუბარი... მხატვარია... ქართველი მხატვარი, რომელიც წლების წინ, სკოლა როგორც კი დავამთავრეთ, უკრაინაში წავიდა და დღეს მეორე სამშობლოდ მიაჩნია.

ყოველდღე ალბათ უამრავ შეტყობინებას ნახულობს ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, კლასელებისგან, თუმცა პასუხს იშვიათად გვცემს...

ხან ბუნკერში ვართ, ხან ვიბრძვით, ომის დაწყებიდან მესამე დღეს მოსახლეობას იარაღი დაგვირიგეს და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ. არსად ვაპირებთ წასვლას, ყველა საკუთარი ქალაქს, სახლს, ოჯახს დავიცავთო, - მითხრა და დასძინა, - „ყოველთვის ვერ გწერ, არ არის მაგის დრო და საშუალება... სახლს ვერ ვტოვებ, ჩემი ნახატები მენანება... იცი, ძალიან ეწყინათ საქართველოს მთავრობის განცხადებები, მაგრამ იციან, რომ ხალხი, ჩვენ, სხვანაირად ვფიქრობთ“.

„გაოგნებული ვარ ამ ხალხის ბრძოლისუნარიანობით... იცი, ბებო შემხვდა, ალბათ 80 წლამდე იქნებოდა, მძიმე ჩანთებს მოათრევდა, მოლოტოვის კოქტეილი უნდა დავამზადოო... არავინ იმალება, ყველა იბრძვის, ბავშვებიც კი და მე ხომ არ დავიმალები?! განგაშის ხმა არ წყდება, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გავუძლოთ... ჩვენ დავიცავთ უკრაინას, მეც და სხვა ქართველი ბიჭებიც... ახლა უნდა წავიდე, ხვალ შევხმიანდეთ“, - ასეთი იყო ჩვენი ბოლო საუბარი... 

დიახ, უკრაინაში, ჩვენები, ქართველები იბრძვიან... იქ ომია, აქ - მშვიდობა (?!)... იქნებ დღეს ყველაფერი კარგად იყოს. ის მხატვარია და არა მეომარი! ის იცავს თავის მეორე სამშობლოს და იბრძვის სიმართლის მხარეს. დიდება უკრაინას!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება