| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩვენ ვიწყებთ განათლების რეფორმირების ახალ ეტაპს ბაღებსა და სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა და ვრცლად ისაუბრა ბაღების ავტორიზაციაზე, რომელიც მართალია 2030 წლამდე გადავადდა, თუმცა მოსამზადებელი ეტაპები უკვე იწყება.
მისი ინფორმაციით, ივლისისთვის შეიქმნება საინფორმაციო სისტემა, რომელშიც აღირიცხება ყველა საჯარო და კერძო ბაღი: „საქმე ის გახლავთ, რომ დღეისთვის საქართველოში 1647 საჯარო ბაღია, მაგრამ რამდენია კერძო, ზუსტი ციფრი უცნობია, რადგან აქამდე ისინი გათავისუფლებულები იყვნენ ავტორიზაციისა და სხვა ვალდებულებებისგან“, - აღნიშნა ტალიაშვილმა და დასძინა, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, თუ რა ხარისხის განათლებას იღებდნენ სკოლამდელები; ამიტომ წლის ბოლომდე ყველა საჯარო და კერძო ბაღი, რომლესაც აქვს პრეტენზია, ერქვას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, უნდა დარეგისტრირდეს საინფორმაციო სისტემაში.
როგორც ტალიაშვილმა განმარტა, რეგისტრაცია იქნება ნებაყოფლობითი, თუმცა „ვისაც აქვს ამბიცია, ოპერირებდეს, რეგისტრაციის გარეშე სერვისების მიწოდებას ვერ შეძლებს“.
მოგვიანებით, 2023 წლის განმავლობაში, რეგისტრირებულმა ბაღებმა თვითშეფასება უნდა მოახდინონ და შემდეგ, 2024 წლის ოქტომბრისთვის სამინისტრო, ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრი, გაწერს კონკრეტულ ინდივიდუალურ გრაფიკს ყველა ბაღისთვის, რათა გაიარონ ავტორიზაციის ეტაპები.
„ესაა მინიმალური სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა დაწესებულება, თუმცა არ შეიძლება ერთნაირი მიდგომა გვქონდეს მრავალრიცხოვან და მცირეკონტინგენტიან ბაღებში.
ჩვენი მიზანი არანაირად არ არის, დაიკეტოს კერძო საბავშვო ბაღი, პირიქით, ვმუშაობთ, აღმზრდელებს დავუბრუნოთ მასწავლებლის სტატუსი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
იხილეთ ასევე:
ბაღებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება - ბიუჯეტი
„რეფორმა იწყება სკოლებთან მიმართებაში და ეხება ბაღებსაც“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას