| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საკოორდინაციო საბჭომ არსებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნა, თუმცა ეს პირბადეების ტარების ვალდებულებას ჯერჯერობით არ ეხება. როგორც პრ3ესკონფერენციაზე ითქვა, დააკვირდებიან სიტუაციას და შემდეგ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გადაწყვეტილებით იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%-ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი, „ბუსტერი“ 60%-ს ექნებოდა გაკეთებული, რადგან კოვიდის მართვისას მთავარია თვითშეგნება და არა შოლტი და მათრახი.
„2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს. ჩვენ, რომ სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი გვქონდეს, ინგლისის მსგავსად 60 % იყოს "ბუსტერით" აცრილი, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება, გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. ერთადეთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრა", - აღნიშნა გამყრელიძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა