სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონმა მოსწავლემ“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება მეორე მცდელობის შემდეგ მოიპოვა
26-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

თბილისის კერძო სკოლა „ივერიაში“ გამართულ ღონისძიებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან არღვლიანი, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჩოფლიანი დაეუფლა.

მან ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება მეორე მცდელობის შემდეგ მოიპოვა. მარიამი პროექტში შარშანაც მონაწილეობდა:

„ძალიან ბედნიერი ვარ. „ეტალონში“ გამარჯვება დიდი წარმატებაა ჩემთვის. მეორეჯერ ვმონაწილეობ ამ პროექტში. შარშანაც ვიბრძოდი გამარჯვებისთვის და წარმატებას ვერ მივაღწიე, ძალიან დამწყდა გული. წელს კი, უფრო მეტი ვისწავლე, სიამოვნებისა და გამოცდილების მისაღებად მოვედი პროექტში და „ეტალონი მოსწავლეც“ გავხდი. მადლობა პროექტს მოცემული ცოდნისა და თავდაჯერებულობისთვის“.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) გამგებლის მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი აღნიშნავს, რომ პროექტი ქვეყნის ერთიანობისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
                                                             
„ეტალონი ქართულ საქმეს ემსახურება, ჩვენს ბავშვებს განათლების სტიმულს აძლევს და წარმატების მიღწევაში ეხმარება. პროექტი ყველაზე მეტად ჩვენს რეგიონს სჭირდება ერთიანობისა და წინსვლისთვის“.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) რესურსცენტრის უფროსის ქეთევან არღვლიანის თქმით, პროექტი მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება:
                                                           
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი უკვე 3 წელია აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“. პროექტის საშუალებით ჩვენი ბავშვები მუდმივად იღრმავებენ ცოდნასა და იძენენ გამოცდილებას. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს გაწეული შრომისთვის. სამომავლო თანამშრომლობის იმედი გვაქვს“.

მასპინძელი სკოლის, თბილისის კერძო სკოლა „ივერიის“ დირექტორი ნინო გერგიძე მოხარულია „ეტალონის" მასპინძლობით და წარმატებებს უსურვებს პროექტს:     

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც გამორჩეულ მოსწავლეებს ავლენს და ახალისებს. მიხარია, რომ დღეს ჩემი სკოლა მასპინძლობდა პროექტს. ულევ წარმატებას ვუსურვებ ისედაც ძალიან წარმატებულ „ეტალონს“.

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლის“ დედა, ილონა მდივანი ბედნიერია შვილის წარმატებით და მადლობას უხდის პროექტს:

„მარიამი ძალიან მონდომებული და ბეჯითი მოსწავლეა, მიხარია, რომ შრომა დაუფასდა. წარმატებებს ვუსურვებ ბავშვებსა და პროექტს“.  

„აჟარის (ზემო აფხაზეთის)
 ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარიამ ჩოფლიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება