სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ მეშვეობით მოსწავლეები უფრო გაბედულები ხდებიან“ - წალკაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
23-02-2018
-
+


წალკის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, წაკლის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე:

„პირველ ტურში ჩართვის სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. ოთხ საკლასო ოთახში ჩავატარეთ ტესტირება. მოსწავლეები კლასების მიხედვით სხვადასხვა ოთახში გავანაწილეთ. მეტი ობიოქტურობისთვის ორ-ორი პედაგოგი ასწორებდა მოსწავლეთა ნამუშევრებს. სიმართლე გითხრათ, უფრო მაღალ შედეგებს ველოდით,  თუმცა კმაყოფილები ვართ. მაქსიმალური ქულა 84 დაფიქსირდა. იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე მოსწავლე გადავა შემდეგ ტურში.“

წალკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლილი ზოიძე:   

„აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური იყო. ბავშვები დაინტერესებულები არიან ამ პროექტში მონაწილეობით. მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით, უკეთეს შედეგებს ველოდი. აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ, მეტი შეეძლოთ. მონაწილეთა 80%-მა გადალახა დაწესებული ბარიერი.“ 

წალკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა გვიჩიანი:

„მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც ძალიან მოგვწონს „ეტალონი“. პირველ ტურში ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. ობიექტურად და წესების სრული დაცვით ჩავატარეთ. შედეგებს რაც შეეხება, კმაყოფილები ვართ.“ 

ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გიორგაძე:

„ჩვენ შარშანაც ვიყავით ჩართულები ინტელექტ-ჩემპიონატში. როგორც წინა წელს, ახლაც მოსწავლეები ძალიან მობილიზებულები იყვნენ. პროექტი მათთვის სტიმულია, რომ უკეთ ისწავლონ. აღსანიშნავია, რომ მოწოდებული მასალა საინტერესო იყო, კითხვები კარგად იყო შედგენილი. „ეტალონი“ მოსწავლეების კონკურენტუნარიანობას ზრდის და ბავშვებს განათლების დონის ამაღლებაში ეხმარება.“

ბედიანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ მჭედლიშვილი:

„ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევ ტურში მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს. ისინი მთელი წელი ელოდებოდნენ ინტელექტ-ჩემპიონატს, ძალიან მოინდომეს და ყველამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალ წელსაც მიიღონ მონაწილეობა „ეტალონში“.

ბეშთაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ შავაძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მადლობლები ვართ. ჩვენს სკოლაში ობიექტურად ჩაიარა ტესტირების პროცესმა. შედგებით კმაყოფილები ვართ. ვნახოთ, რამდენი მოსწავლე გადავა მეორე ტურში.“

ბეშთაშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ციალა ფუტკარაძე:

„შესარჩეევი ტური სრული ობიექტურობით ჩავატარეთ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ამ პროექტით. პირველ ტურში ჩართული მოსწავლეების ნახევარმა გადალახა ზღავრი. „ეტალონს“ დიდი დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოტივაციისთვის.“

გუმბათის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ძირკვაძე:

„ეტალონი“ ერთ-ერი ყველაზე წარმატებული პროექტია. ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში ჩვენი სკოლის მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩაერთო. ტესტირება ობიექტურად ჩატარდა, გამოვავლინეთ გამარჯვებულები. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურშიც გადავლენ და წარმატებებს მიაღწევენ.“

გუმბათის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცირა კახაძე:

„ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად ერთვება ინტელექტ-ჩემპიონატში. წესების დაცვით ჩავატარეთ შესარჩევი ტური. უკეთესი შედეგებს ველოდით, მეტი შეეძლოთ მოსწავლეებს, თუმცა მაინც კმაყოფილები ვართ. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორსა და წამყვანს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც უკვე წლებია, წარმატებით უძღვება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს.“

განთიადის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა რეზესიძე:

„22 მონაწილე ჩერთო „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. მოსწავლეებისგან უფრო მეტს ველოდით. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ინტელექტ-ჩემპიონატით. შესარჩევი ტურის შემდეგ ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ და სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდათ. მოსწავლეები ასეთი პროექტების წყალობით უფრო მეტ სიახლეს იგებენ, ვითარდებიან, გაცილებით მეტს კითხულობენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“

სამების საჯარო სკოლის დირექტორი ნანული გვიჩიანი:

„ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური წესების სრული დაცვით ჩატარდა. მოსწავლებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლების საშუალება მიეცათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ინტელექტ-ჩემპიონატს, ეს არის საქართველოში ერთერთი საუკეთესო პატრიოტული პროექტი. „ეტალონის“ საშუალებით მოსწავლეები უფრო გაბედულები ხდებიან, სწავლობენ სიძნელეების გადალახვას, აუდიტორისთან ურთიერთობას. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მასში მონაწილე თითოეული მოსწავლეს.“

სამების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნაიარა დევდარიანი:

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „ეტალონი“. ეს არის ნამდვილად ეროვნული პროექტი და მასში მონაწილეობა თითოეული მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მონაწილეებს თავიანთი ცოდნის წარმოჩენის საშუალება აძლევს.“

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

ზოგადი უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - NAEC

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

კინოსეანსმა კი დამატებით ემოციური ფონი შექმნა

ინდივიდუალური გამარჯვება მოიპოვა თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჩილინდრიშვილმა

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს ამ საოცარი დღისთვის და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა

მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინეს

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება