სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„თიანეთის ეტალონ მოსწავლეს“ მერიამ სტიპენდია დაუნიშნა
23-02-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

თიანეთის N2 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „LDS Charities“-ის წარმომადგენლები - მაიკლ და კიმ დონოვანები და ალექს ლობანოვი, „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი, თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად სტიპენდიის სახით 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი 50-50 ლარს მიიღებენ. 

„თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თიანეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ჯაბანიშვილი დაეუფლა.

„თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ მარიამ ჯაბანიშვილი მადლობას უხდის პროექტს მიღებული გამოცდილებისა და მოტივაციისთვის:


„ეტალონმა“ წარმატებისკენ დაუღალავი სწრაფვა მასწავლა. მეორე წელია, რაც  ინტელექტ - ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას და მთელი წელი პროექტში წარმატების  მოსაპოვებლად ბეჯითად ვმეცადინეობდი. გამარჯვების შემდეგ კი, უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ სწავლას. მადლობა „ეტალონს“ გამოცდილებისა და თავდაჯერებულობისთვის“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, მადლობას უხდის „ეტალონს“ საგანმანათლებლო და ეროვნულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის:

„ეტალონი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც არა მარტო განათლების წახალისებას, არამედ ახალგაზრდობის მამულიშვილებად აღზრდასა და მათში საზოგადოებრივი თვითშეგნების განვითარებას ემსახურება. ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტად უნდა შეუწყოს ხელი ამ წარმატებულ პროექტს. თიანეთის მუნიციპალიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ „ეტალონს“. 

თიანეთის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი ზვიადაური მოხარულია თავისი ბავშვების წარმატებული ასპარეზობით და მადლობას უხდის პროექტს მათი ცოდნის წარმოჩენა - წახალისებისთვის:

„ეტალონის“ მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბრებ, ღმერთამდეა მის შესახებ ხმა მისული. მადლობა პროექტს, ჩვენს სკოლებსა და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის. მოსწავლეებს ვულოცავ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობას.“

გამარჯვებული მონაწილის სკოლის დირექტორი ნათელა კოჭლამაზაშვილი გახარებულია მარიამის წარმატებით და მადლობას უხდის „ეტალონს“ განათლების წახალისებისთვის:

„მარიამი ძალიან ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეა, მიღებული აქვს კომპიუტერი წარჩინებული სწავლისთვის. თავისი ყოველდღიური საქმიანობითა და აკადემიური შედეგებით, ახლა კი „ეტალონში“ გამარჯვებით, მუდმივად ამტკიცებს, რომ რაიონის გამორჩეული და ღირსეული მოსწავლეა. მარიამსა და „ეტალონს“ მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“

„თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარიამ ჯაბანიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება