სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აუცილებელია თუ არა ბავშვმა სკოლაში ყველა საგანი ერთნაირი წარმატებით ისწავლოს?
05-03-2022
-
+


მშობლების უმეტესობას სურს, რომ მათმა შვილმა სკოლაში ყველა საგანი ერთნაირი წარმატებით ისწავლოს. საზოგადოებაში დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ თუ ბავშვები სკოლაში ყველაზე „რთულ“ საგნებს კარგ ქულებზე ისწავლიან მათი მომავალი კარიერაც წარმატებული იქნება. თუმცა, ყველას ავიწყდება რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია.

ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ბავშვის განათლება და მომავალი კარიერის არჩევა მის ინტერესებს და ძლიერ მხარეებს უნდა შეესაბამებოდეს და არა იმას თუ რა სურთ მშობლებს.

გასაგებია, რომ ბავშვებს ზოგიერთი სასკოლო საგნისადმი უფრო მეტად არიან მიდრეკილები, თუმცა სპეციალისტების მოსაზრებით, მოსწავლეებმა ყველა საგანზე თანაბრად უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან თითოეული მათგანი მათი ზოგადი განათლებისთვის აუცილებელია. 

თუმცა, ბავშვები დროთა განმავლობაში საკუთარ ინტერესებში საბოლოოდ ყალიბდებიან და ზოგიერთ საგანზე უფრო მეტად ახდენენ კონცენტრირებას, რაც ტრაგედია სულაც არ არის. განათლების ამერიკელი სპეციალისტების თქმით ბავშვი რაც უფრო მეტად იზრდება, სამომავლო პროფესიის არჩევანში მით მეტად ყალიბდება და ლოგიკურია, რომ სკოლაში ზოგიერთ საგანზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. მსგავს შემთხვევაში, კი მშობლის მოვალეობაა, აკონტროლოს, რომ დანარჩენ საგნებში არ ჩამორჩეს და კონცენტრაცია მაქსიმალურად მოახდინოს.

აღნიშნულ საკითხზე, ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბავშვები სწავლის მხრივ შეზღუდულები არ უნდა იყვნენ და ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ისწავლის ის საგნები, რომლებიც მათ აინტერესებს. ამ არგუმენტს იმით ამყარებენ, რომ ბავშვები, რომლებიც სასურველ საგნებს უფრო კარგად სწავლობენ მით მეტ წარმატებას აღწევენ. მათი მოტივაცია სწავლის მხრივ მეტად იზრდება და სასურველ საგნებს მით მეტად უღრმავდებიან.

საინტერესოა ქართულ რეალობაში რამდენად არის შესაძლებელი, რომ ბავშვს სასურველი საგნების სწავლის არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება