| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ II სემესტრის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში ვერ მიიღებს მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილებისთვის განკუთვნილ ანაზღაურებას.
დისტანციური სწავლების მსურველთათვის სარეგისტრაციო ველი 13 იანვარს 00:00 საათზე გაიხსნა. მოსწავლეები, რომლებიც დისტანციურ სწავლებას აირჩევენ, დაუყოვნებლივ უნდა გადანაწილდნენ ონლაინ ჯგუფებში. გაკვეთილები, განრიგში ცვლილების დროს, არ უნდა წაიშალოს, უნდა მიეთითოს გაუქმება და არა წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილები ვერ აღირიცხება და შესაბამისად, ის ანაზღაურებას ვერ მიიღებს.
„გაცნობებთ, რომ აქამდე ონლაინ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეები უნდა დარჩნენ ონლაინ ჯგუფებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 2022 წლის 13 იანვარს განხორციელდება მათი რეგისტრაციის გაუქმება. ამასთან, ხსენებულ თარიღში დარეგისტრირებული მოსწავლეები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გადანაწილებულნი შესაბამის ონლაინ ჯგუფებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ ონლაინ ჯგუფების შექმნა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა დროული გადანაწილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის დანამატის დათვლის მიზნებისთვისაც. ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საგაკვეთილო განრიგში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებისათვის, უნდა მიმართოთ გაკვეთილის გაუქმებისა და არა წაშლის ფუნქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წაშლილ გაკვეთილზე მასწავლებლის დანამატის დათვლა ვერ განხორციელდება“, - აღნიშნულია „ემისის“ განცხადებაში.
ცნობისთვის, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას