სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 საინტერესო სერიალი მასწავლებლებზე
30-01-2022
-
+


გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა ახალი საუკეთესო სერიალები მასწავლებლებზე. ყველა ეს პროექტი ერთდროულად არის გასართობი, საგანმანათლებლო და მოტივაციის მომცემი. 

„მისტერ კორმანი“

ქვეყანა: აშშ (2021), ჟანრი: დრამა, კომედია

Mr. Corman - ახალი ამერიკული ტელესერიალია, რომლის პრემიერა 2021 წლის აგვისტოში შედგა. ფილმში მთავარ როლს საკულტო მსახიობი ჯოზეფ გორდონ ლევიტი ასრულებს. მსახიობი, არამხოლოდ სერიალის მთავარი გმირი, არამედ მისი რეჟისორი და სცენარისტია.

სერიალის გმირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მასწავლებელი, მაგრამ გულის სიღრმეში როკ-ვარსკვლავია. ის „პატარა ადამიანია“ დიდი შფოთვებითა და ცხოვრებისეული პრობლემებით. მას არც კარიერაში უმართლებს. მაგრამ, სწორედ სკოლას მოაქვს მისტერ კორმანის ცხოვრებაში ახალი თავგადასავლები, ინტერესები და შესაძლებლობები.

„მასწავლებლები“

ქვეყანა: აშშ (2016–2019), ჟანრი: კომედია

სერიალის სიუჟეტი დაწყებითი სკოლის 6 ქალი მასწავლებლის გარშემო ვითარდება. ერთ-ერთი ეგოცენტრული ლამაზმანია, რომელიც კლასში „სელფებს“ იღებს. მეორე ვეგეტარიანელი, უკომპრომისო მებრძოლი ქალბატონი. არის ასევე რომანტიკული სულის გოგო, რომელიც თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება და დრამა უყვარს. ერთი სიტყვით, ეს მასწავლებლები ძალიან განსხვავებულნი არიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ: ექვსივე ცდილობს, მოსწავლეებს საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაეხმაროს.  

იდეალისგან შორს მყოფი ქალები ცდილობენ ბავშვებისთვის საუკეთესო მაგალითის მიმცემნი იყვნენ. სწორედ მთავარი გმირების განსაკუთრებული და განსხვავებული ხასიათი ხდის სერიალს ასე საინტერესოს. ამიტომ სავარძელში მოიკალათეთ და ბევრი სიცილისთვის მოემზადეთ. 



ბიოლოგიის კურსი /.P. Bio

ქვეყანა: აშშ (2016–2019), ჟანრი: კომედია.

ამ ამერიკული სიტკომის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მასწავლებელი ჯეკ გრიფინია, რომელიც ადრე ჰარვარდში ფილოსოფიას ასწავლიდა, მაგრამ სამსახურში კონფლიქტის გამო იძულებული გახდა საკუთარ მშობლიურ პროვინციულ ქალაქში დაბრუნებულიყო. ახლა, მას პრესტიჟული უნივერსიტეტის საშუალო სკოლით ჩანაცვლება უწევს.
სერიალში იხილავთ თანამედროვე პრობლემებს და მთავარი გმირების მახვილგონივრულ ხუმრობებზე ბევრს იხალისებთ.

Those Who Can’t 

ქვეყანა: აშშ. (2016) ჟანრი: კომედია.

სერიალი მოგვითხრობს სამი მასწავლებლის შესახებ, რომლებიც საკუთარ ინფანტილურობას ვერ უმკლავდებიან და კურიოზულ სიტუაციებში ვარდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს სერიალი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანთაგანია, რომელშიც ყურადღება მამაკაც პედაგოგებს ეთმობა. 



ზრდა/Rise

ქვეყანა: აშშ. (2018) ჟანრი: დრამა.

დრამატული სერიალის სიუჟეტის ცენტრში მასწავლებელი ლუ მაცუჩელია. ის სკოლაში ადგილობრივი დრამატული წრის ასაღორძინებლად მიდის, საბოლოოდ, კი ყველა ბავშვს თვითრეალიზაციაში ეხმარება. სერიალი ზღვა ემოციებს გპირდებათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

გაიმართა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“-ის შემაჯამებელი შეხვედრა
 

„როცა მიზანი გაქვს, არ არსებობს მიზეზი, რომელიც შეგაჩერებს“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება