სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იცვლება ახალი წლიდან სკოლებში? - ყველა სიახლე, რომელიც მასწავლებლებს 2022 წლიდან ელოდებათ
30-12-2021
-
+


2022 წლისთვის სკოლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი. სიახლეები შეეხება როგორც მასწავლებლებს, ასევე დირექტორებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პერსონალს. უფრო კონკრეტულად კი გაეცანით ჩამონათვალს:

ხელფასის მატება

მასწავლებლები იანვარში გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. ანაზღაურების მატება სტატუსიანი პედაგოგებისთვისაა განკუთვნილი. ისინი 100 ლარით გაზრდილ სტატუსის დანამატს აიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფროსი მასწავლებლებისთვის სტატუსის დანამატი 670 ლარი გახდება, წამყვანებისთვის - 1050, მენტორებისთვის კი - 1350 ლარი. აღნიშნული დანამატი სქემაში საშემოსავლოს ჩამოჭრის გარეშეა მოცემული. რეალურად კი სტატუსის დანამატის სახით ხელზე უფროსი მასწავლებელი 536 ლარს მიიღებს, წამყვანი - 840-ს, მენტორი კი - 1080-ს.

სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურება

მართალია, ბევრჯერ დაანონსდა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასის ზრდაც, თუმცა უშედეგოდ. მათი ანაზღაურება ბევრად ნაკლებია, ვიდრე პედაგოგების. ამჯერად კი, სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 10%-ით გაიზრდება. სიახლე ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

ექიმი ყველა სკოლაში

2022 წლიდან ყველა საჯარო სკოლაში ექიმის შტატი სავალდებულო გახდება. სკოლებში ექიმების აუცილებლობა პანდემიის პერიოდში უფრო გამოვლინდა. ექიმები საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან. მოსწავლეები პროფესიონალისგან მიიღებენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე სკოლებისთვის ექიმის შტატი ნებაყოფლობითი იყო, ამჯერად კი სავალდებულო გახდება.

გამოცდა წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად

2022 წელს სტატუსის ამაღლების გამოცდა პირველად ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო ტესტები უკვე შეიმუშავა. გამოცდაზე გასვლის უფლება იმ უფროს და წამყვან მასწავლებლებს შეეძლებათ, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენციის 50%-იანი ბარიერი აქვთ გადალახული. აღსანიშნავია, რომ უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის ერთი და იგივე საგამოცდო ტესტი იქნება, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად კი მასწავლებლებს განსხვავებული ბარიერები დაუწესდებათ.

პრაქტიკოსებისთვის სტატუსის მინიჭება

პრაქტიკოსების ის ნაწილი, რომლებსაც საგანი 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული, 2022 წლიდან უფროსის სტატუსს მიიღებს. სტატუსი ასევე აუმაღლდებათ იმ პრაქტიკოსებს, რომლებმაც საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდაში 30%-იანი ზღვარი გადალახეს ანუ ორივე გამოცდაში აღებული აქვთ თითო-თითო კრედიტი.

სკოლის დირექტორების კონკურსი

დირექტორების გამოცდის ჩატარება დროში გაიწელა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდაზე რეგისტრაცია დირექტორობის მსურველებმა უკვე გაიარეს, გამოცდა უვადოდ გადაიდო, მიზეზად კი პანდემია დასახელდა. ამჯერად კი, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ დირექტორების კონკურსი 2022 წელს აუცილებლად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საჯარო სკოლის დირექტორებს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურათ და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად არიან გაფორმებულები.

ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა გადაიხედება, თუმცა კონკრეტულად რის შეცვლას აპირებს სამინისტრო, ჯერჯერობით უცნობია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება