სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სექტემბრამდე მაინც გაგვიგრძელონ სკოლებმა ხელშეკრულება“ - მაძიებლები მინისტრს მიმართავენ
21-12-2021
-
+


მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ განათლების სამინისტრომ, პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილს სკოლაში დარჩენის მორიგი შანსი მისცა, მაძიებელმა პედაგოგებმაც გარკვეული შეღავათები მოითხოვეს, საბოლოოდ კი შეადგინეს წერილი, რომელიც მიხეილ ჩხენკელს უნდა გაუგზავნონ. Etaloni.ge მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

მოგმართავთ მაძიებელი მასწავლებლების სახელით

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უკვე მოქმედ მაძიებელ პედაგოგებს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ მოგვეცა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შანსი.

ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა წელიწადზე მეტია ვართ დასაქმებული, იმის გამო, რომ ვერ მივიღეთ 10 კრედიტი, კანონის მიხედვით შეგვეზღუდება მუშაობის გაგრძელების საშუალება (თან იმ სკოლებში, სადაც უკვე ვმუშაობთ, ვიცნობთ კოლექტივს, მოსწავლეებს).

მასწავლებლებისა და სკოლების ინტერესებიდან გამომდინარე,

(გამოცდის გარდა შესასრულებელი გვქონდა უამრავი სამუშაო, რომელიც 2 (ან ნაკლები) წლის მანძილზე უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ, რაც უმრავლესობას დადებითად შეგვიფასდა, ასევე შევძელით გამოცდის 7 კრედიტზე ჩაბარება), მაგრამ თუ პრაქტიკოსებს მიეცათ კიდევ შანსი, მოგმართავთ თხოვნით, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა და გაათანაბროთ დასაქმებულთა შრომითი უფლებები. Eschool ბაზაში გვიუქმდება ასახული აქტივობები.

სექტემბრამდე მაინც გაგვიგრძელონ სკოლებმა ხელშეკრულება.

P. S. ერთი პუნქტის ცვლილება საკმარისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 მარტის MES 3 21 0000244753 ბრძანებაში, რათა მოგვარდეს ეს საკითხი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება