სიახლეები
სიახლეები

რატომ ვაცხობთ ლობიანს ბარბარობას და არის თუ არა 17 დეკემბერი ნამდვილი ბედობა
16-12-2021
-
+


17 დეკემბერს ბარბარობაა - რატომ ცხვება ამ დღეს ლობიანები? - წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისათვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა. მიუხედავად იმისა, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება, ნელ-ნელა ხალხში მაინც მოიკიდა ფეხი და არც ისაა გასაკვირი, რომ მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ და მზის ღვთაების შობაზე. მზის, ანუ ლილეს ბუდობას, ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისს, ხოლო შობას 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზის. ეს წესი დღემდე შემორჩენილია ქართლში, სადაც გამომცხვარი ნიგვზიანები გაჰქონდათ გზაჯვარედინზე, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ. ამ დღეს იცოდნენ პირველი მეკვლეობაც. მოგვიანებით, კაკალი ამერიკიდან შემოსულმა და სწრაფად გავრცელებულმა ლობიომ ჩაანაცვლა.

ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია, თუმცა, ცოდვად ნამდვილად არ ჩაითვლება, თუ დღემდე მოტანილ ტრადიციას არ დავკარგავთ. ამ დღეს ლობიანების გარდა, ხალხური გადმოცემით, სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სამარხვო კერძებს ამზადებენ. ზოგან აუცილებლად უნდა მომზადდეს წითელი ფერის კერძი. ამისათვის ძირითადად გამოიყენება ჭარხალი, რომელსაც ნიგოზში, ზეთში ან ტყემალში ამზადებენ ან ჭარხლის ფოთლების ხაჭაპურებს აცხობენ. რაჭაში გოგრის თესლიან ხაჭაპურებსაც აცხობენ. 

ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ.

სამეგრელოში კი თვლიდნენ, რომ ამ დღის მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და იწყებოდა დღის გადიდება.

ხალხის რწმენით, რა დღესაც ბარბარობა მოდის, იმ დღეს ემთხვევა ახალი წელი და სხვა „ბედნიერი“ დღეები.

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.

რაჭასა და ლეჩხუმში აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა (გულიანი რიტუალური პური), რადგან გავრცელებული რწმენის მიხედვით, ბარბარობა დღეს უსართვო/ გულცარიელი ე. ი. უნიგვზოდ, უკვახისგულოდ ან ულობიოდ გამომცხვარი ტაბლა, მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიცარიელეს, უბარაქობას გამოიწვევდა. იმის გამო, რომ ბარბარობა მარხვაში მოდიოდა, სადღესასწაულო სუფრა სამარხვო საჭმელებისაგან შედგებოდა. ამ დღისთვის სხვადასხვა კუთხეში სხვდასხვა რიტუალური პურები ცხვებოდა: სართვიანი (ლობიანი პურები), ჯვარსახიანი განატეხი (ლობიანი), ნიგვზიანი განატეხი, კვახკაკლიანი პურები, საბარბარო ტაბლა (რიტუალური პური)… ამ დღეს ლობიანი ყველგან უნდა გამომცხვარიყო, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვებოდა.

რადგანაც ბარბარობა ბედობის დღედ ითვლებოდა, იცოდნენ მეკვლეობა. მეკვლე (ახალი წლის მსგავსად) იყო როგორც შინაური, ასევე გარეშე. შინაური მეკვლე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, გარეშეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.

გურიაში ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლევბოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს. ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში აცხობდნენ ნიგვზის გულიან ქადებს, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი შვიდი ანგელოზის სახელზე შვიდ კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას, ცხრაფურცელას, გმოაცხობდა. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მისული მლოცველი მამალს შეაფრენდა.

იხილეთ ასევე:

კლასიკური და რაჭული ლობიანის საუკეთესო რეცეპტები ბარბარობისთვის


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა - ქულების გასაჩივრებას 19 დეკემბრიდან შეძლებთ

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება - ცნობილია შემადგენლობა და უფლებამოსილება

„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“ 

9 იანვარი ბოლო დღეა - სემესტრულ შეფასებებთან დაკავშირებით emis დეტალურ რეკომენდაციას ავრცელებს

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს ქართული საახალწლო რიტუალები

სკოლა ულოცავს დასს მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის რეჟისორ დათიკო დარსალიასა და პედაგოგ დათო შენგელიას

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა მემორიალს

ეკოტურმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა სასკოლო სწავლება, გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და ეკოლოგიაში“

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება