სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„აჟარის მუნიციპალიტეტის ეტალონის“ მონაწილე ინტელექტუალები უკვე შეირჩნენ
19-02-2018
-
+


აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში გამგებელი ლაშა მარგიანი, გამგებლის პირველი მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი, გამგებლის მოადგილე ზურა გუჯეჯიანი და რესურსცენტრის უფროსი ქეთევან არღვლიანი იყო ჩართული. 

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ხვანთქარ დევდარიანი: 

„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის. შარშანდელთან შედარებით წელს მოსწავლეებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს, ცოდნის დონემ მოიმატა. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს და თითოეულ „ეტალონელს“. 

გამგებლის მოადგილე ზურა გუჯეჯიანი:

„ეტალონი“ არის ყველაზე კარგი ინტელექტ-ჩემპიონატი. ჩვენი მოსწავლეები ყოველ წელს აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“, იძენენ გამოცდილებას და იღრმავებენ ცოდნას. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ტურის ორგანიზება კარგად ჩატარდა. ჩვენმა გამგებელმა და სასაკრებულოს თავმჯდომარემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში. ახლა უკვე „ეტალონის“ ღონისძიებისთვის დავიწყეთ მზადება.“

რესურსცენტრის უფროსი ქეთევან არღვლიანი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან „ეტალონს“. მათ შესარჩევ ტურს საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. შედეგებით კმაყოფილები ვართ და ახლა უკვე მომდევნო ტურისთვის ვემზადებით. ძალიან დადებითად ვართ ამ ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ განწყობილები. „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ, თითოეული მოსწავლე უფრო გაბედული და მოტივირებული ხდება.“

შეგახსენებთ, რომ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენი ღონისძიება 24 თებერვალს  გაიმართება. 

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება