| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნაძვის ხე, რომელსაც ყოველ წელს საზეიმოდ ვრთავთ - ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. იმისთვის კი, რომ სახლში ჯადოსნური სადღესასწაულო ატმოსფერო შევქმნათ, ზამთრის მთავარი რიტუალის - ნაძვის ხის დადგმის წესები უნდა დავიცვათ.
რატომ არის მიღებული ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა ? - ტრადიცია
შობას ნაძვის ხის მორთვის იდეა ჩრდილოელ გერმანელებს ეკუთვნით. არსებობს ლეგენდა წმინდა ბონიფაცის შესახებ, ბერი ქრისტიანობის ქადაგების დროს ხალხთან მივიდა და მათი ღვთაების უძლურების საჩვენებლად მუხა მოჭრა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. გიგანტურმა ხემ გარეშემო ნაძვის გარდა ყველა მცენარე გათელა. ამ დღის შემდეგ ნაძვი ადგილობრივ ხალხში შობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ასევე: ახალი წელი - საინტერესო ამბები, ისტორიები, ფაქტები... 
როდის დავდგათ ნაძვის ხე?
17-18 დეკემბერი - სადღესასწაულო ხის დასადგმელად ყველაზე ხელსაყრელი ადრეული თარიღი წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღის წინა პერიოდია.
22 დეკემბერი - ზამთრის ბუნიაობის დღე - ითვლება, რომ ეს თარიღი ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისია. რადგან დღის სინათლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, წყვდიადის ძალა იკლებს. ძველად, ადამიანები ამ დღეს სახლში წიწვოვან ტოტებს კიდებდნენ, მიაჩნდათ, რომ ის ბოროტ სულებს აფრთხობდა. 22 დეკემბერს ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მოეწონებათ მათ, ვისაც სჯერა, რომ ნაძვი, შემდეგი 365 დღის მანძილზე ოჯახის ამულეტი იქნება.
ამასთან, თუ ძველ ჩინურ ფილოსოფიას - ფენ შუის დავუჯერებთ, ეს დღე ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე უდიდეს გავლენას ახდენს და საახალწლო ხის დასადგმელად ყველაზე იღბლიანი თარიღია.
ნაძვის ხის მოსართავად შემდეგი ხელსაყრელი დღეები 24- 25 დეკემბერია - კათოლიკური შობა და მისი წინა დღე.
25 დეკემბრის შემდეგ კი სახლში საზეიმო ატმოსფეროს შესაქმნელად ნებისმიერი დღე გამოდგება. მთავარია სურვილი, თავისუფალი დრო და კარგი განწყობა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას