სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ახალი წელი - საინტერესო ამბები, ისტორიები, ფაქტები...
29-12-2018
-
+


ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია. ის მსოფლიოს ყველა კუთხეში აღინიშნება და მისი აღნიშვნა თითოეული დროის სარტყელისა და ქვეყნის მიხედვით განსხვავდება. 

etaloni.ge გთავაზობთ ახალ წელთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს, ისტორიებსა და ფაქტებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში, სულაც არ ასოცირდება თოვლთან, ყინვასთან და ნაძვის ხესთანაც კი. 

სანტა კლაუსი - ანუ წმინდა ნიკოლასი, ის პიროვნებაა, რომელიც გვიან ჩრდილოეთ ამერიკულ ტრადიციებში შობის დღესასწაულზე ბავშვებს საჩუქრებით ახარებს. სიტყვა სანტა-კლაუსი წმინდა ნიკოლოზის ჰოლანდიური ტრანსკრიპციისაგან წარმოიშვა. წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე კათოლიკურ სამყაროში 6 დეკემბერია, ხოლო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი - 19 დეკემბერი.

სად აღინიშნება ყველაზე ადრე და ყველაზე გვიან ახალი წელი? - ახალი წელი პირველად ყოველთვის წყნარ ოკეანეში, კირიბატის კუნძულებზე დგება და მანდვე იწყება პირველად აღნიშვნაც. ძველ წელს კი უკანასკნელები კვლავ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მიდუეის მცხოვრებლები აცილებენ. 

ზაფხული და ახალი წელი - არსებობს ქვეყნები, სადაც ახალი წელი ზაფხულში უწევს. ასეთი ქვეყნებია, ვიეტნამი, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სადაც პლაჟზე საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილ სანტა-კლაუსებს შეხვდებით. 

ახალი წელი სხვადასხვა ქვეყანაში უცნაური ტრადიციებით: 

მიკრონეზია
- მიკრონეზიის ერთ-ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს კი ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა.

მიანმარი - იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა.

არგენტინა - ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ასე რომ ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი არ არსებობს.

შოტლანდია - ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის ისრები 12-ს მიუახლოვდება, სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარის უკანასკნელ დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი უშვებს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება