სიახლეები
საინტერესო

ვინ დაკარგავს სამსახურს და ვის ექნება ფინანსური აღმავლობის პერიოდი? - 2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი
26-12-2021
-
+


2022 წელი ვეფხვის წელია. ასტროლოგების განმარტებით, ეს წელი სამართლიანი იქნება და განსაკუთრებულ წარმატებას შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს მოუტანს. ბოლო ორი სტრესული წლის შემდეგ ვეფხვის წელი დამაიმედებელია, რადგან 2020 წელს სიმშვიდესა და სტაბილურობას იგრძნობთ. როგორი იქნება მომავალი წელი კარიერული თვალსაზრისით? გთავაზობთ ზოდიაქოს 12 ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს:

ვერძი

2022 წელი კარგ შესაძლებლობებსა და წინსვლას მოგიტანთ. ამ პერიოდში უკეთესი შანსები მოგეცემათ. შესაძლოა პროფესიის შეცვლაც მოინდომოთ და პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგათ. თქვენი შრომის დაფასებას მარტში იგრძნობთ. ივლისში ახალ შემოთავაზებებს დაელოდეთ. აგვისტოში საზოგადოებაში რეპუტაციას მოიპოვებთ, რაც თქვენს ფინანსებზე აისახება.  ვინც ახალ სამუშაოს ეძებს, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში მიიღებს. იქამდე კი მოთმინებას გირჩევთ. წლის მეორე ნახევარში კი გასაუბრებები წარმატებით დაგვირგვინდება. იყავით  მომზადებული, ჩადეთ ინვესტიცია წლის პირველ ნახევარში მომზადებასა და კვლევაში. გააანალიზეთ და დააფასეთ ის უნარები, რაც გაქვთ.

კურო

კუროები 2022 წელს პროფესიაში ნახტომს გააკეთებენ. პლანეტარული პოზიციები მათ კარიერის გასაძლიერებლად კარგ შესაძლებლობებს მოუტანს. წლის დასაწყისში შესაძლოა სამუშაოს შეცვლა, ცვლილებები კარგ სიახლეებს გპირდებათ. ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ დაწინაურდეთ.

აპრილში კარგ სამუშაო წინადადებას მიიღებთ. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება მათთვისაც, ვინც სამუშაოს ეძებს, რადგან არსებობს თქვენი ოცნების განხორციელების შესაძლებლობები.

ივლისში ფრთხილად უნდა იყოთ თანაგუნდელებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა დაპირისპირება. თუ თქვენ შეძლებთ ამ პერიოდის განმავლობაში  ურთიერთობების შენარჩუნებას, მაშინ შეძლებთ შთაბეჭდილების მოხდენას სამსახურში. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ სრა და ულ მხარდაჭერას თანამშრომლობას, რაც გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და გააუმჯობესებს თქვენს სამუშაო უნარებს.

შესაძლოა, თქვენი შრომისა და ძალისხმევის შესაბამისი შედეგი დაუყოვნებლად არ მიიღოთ, თუმცა იმედი არ დაკარგოთ, რადგან მიზნამდე მისვლას დრო სჭირდება. განაგრძეთ შრომა, რადგან გზის ბოლოს შესანიშნავი რამ გელოდებათ.

აპრილი, მაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი, სასარგებლო შედეგებს მოიტანს. ამ თვეებში მეტს მიაღწევთ. კმაყოფილი იქნებით იმით, რომ ცხოვრება თქვენს სასარგებლოდ შემობრუნდება.

ტყუპები

2022 წელი ტყუპებს წარმატებულ წელს უწინასწარმეტყველებს კარიერული თვალსაზრისით, რადგან თქვენ შეძლებთ ფინანსურად გაძლიერებას. ამ წლის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, თანხა გამოიმუშაოთ ერთზე მეტი წყაროდან. წლის დასაწყისში გაჩნდება ახალი გზები უფრო მეტი შრომისთვის და მეტი ფულის გამომუშავებისთვის. წლის დასაწყისში წარმატება გელოდებათ კარიერაში. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ შემოსავალი ქონების ყიდვისას ან გაყიდვისას.

აპრილში სტაბილურობას იგრძნობთ. ეს წელი აღმავლობისაც იქნება და ამავდროულად, გამოცდილებებისაც. ეცადეთ, არ ჩაერთოთ კამათში ან ჩხუბში და შეინარჩუნოთ ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობა. ასევე გირჩევთ, ხელმოწერამდე ყურადღებით წაიკითხოთ დოკუმენტები.

კიბო

ეს წელი კარიერაში გარკვეულ აღმავლობასა და ვარდნას მოგიტანთ. სამსახურში ქაოსური სიტუაციები გელოდებათ. სამუშაოს დაკარგვის მუდმივი შიში გექნებათ და უკმაყოფილო იქნებით. სამსახურის დაკარგვის  შესაძლებლობა ძალიან მაღალია წლის პირველ ნახევარში. აპრილში საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ.

წლის ბოლო კარგი იქნება მათთვის, ვინც ეწევა პედაგოგიურ პროფესიას, სამართალწარმოებას ან მედიცინას. ეს პერიოდი წარმატებას მოუტანს მათ, ვინც მართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტკბილეულის მაღაზიებს და კვების მრეწველობასთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესს. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია ახალბედა სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი ჰობი და ინტერესი პროფესიად აქციონ.

ლომი

ლომების კარიერა 2022 წელს იბრწყინებს. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ დაამარცხებთ თქვენს მტრებსა და მოწინააღმდეგეებს. ასევე, თანაგუნდელებზე შთაბეჭდილებას მოახდენთ თქვენი ეფექტურობითა და შრომისმოყვარეობით. თუ გეგმავთ რაიმე ახლის დაწყებას, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებისთვის რაიმე სახის სერვისის მიწოდებასთან, მაშინ დრო ხელსაყრელია, რადგან თქვენ სწრაფად მოიპოვებთ წარმატებას.

დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ მეტი პატივისცემით სამუშაო ადგილზე. აგვისტოსა და სექტემბერში შესაძლოა მტრებმა პრობლემები შეგექმნან. მიუხედავად ამისა, თქვენს სამსახურსა და პროფესიულ წარმატებაზე ეს არ იმოქმედებს.

ოქტომბერი დაბრკოლებების შანსია მათთვის, ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. მოსალოდნელია ხელმძღვანელებთან კონფლიქტი, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს იმიჯსა და რეპუტაციაზე. თუმცა, საბოლოოდ, წლის ბოლომდე შეძლებთ გუნდზე და თქვენს უფროსებზე გავლენის მოხდენას და პატივისცემის დამსახურებას.

ქალწული

წლის პირველ კვარტალში შესაძლოა გარკვეული ფინანსური დაბრკოლებები. ვინმესთვის ფულის სესხებამ შეიძლება დაგაზარალოთ. აპრილი მომგებიანი თვე იქნება. ხელსაყრელი პერიოდი ექნებათ მათ, ვინც მოუთმენლად ელის საქმის გაფართოებას. ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები მეტი თანხის გამომუშავებას შეძლებენ.

მეტი ყურადღება მიაქციეთ თანამშრომლების ქმედებებს და გადადგით ყოველი ნაბიჯი გონივრულად. გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება სამუშაო ადგილზე, რათა დაიცვათ თავი. ივლისის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეებში პროფესიული წარმატება გელოდებათ. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდეთ. იყავით შრომისმოყვარე, კარგი იქნება, თუ ბევრს იმუშავებთ წარმატებული შედეგის მისაღწევად. თქვენი ნიჭის დემონსტრირების დროა. თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ ყველა თქვენი ფარული შიში შემოქმედებით საკითხებში ჩართულობით.

სასწორი

სასწორს წლის დასაწყისში მოუტანს ახალ შესაძლებლობებსა და ზრდას. აპრილის შემდეგ შემოსავლის მატების შანსები გაჩნდება. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც სურს ფულის გამომუშავება ჰობითა და ინტერესებით.

ამ პერიოდში არის სამუშაოს შეცვლის ან თქვენი საოცნებო პროფესიის პოვნის შესაძლებლობა. მასწავლებლებისთვის იქნება ხელსაყრელი პერიოდი, რადგან ხალხი უკეთესად გაგიცნობთ და დაგაფასებთ. გირჩევთ იყოთ ფრთხილად დოკუმენტების ხელმოწერისას.

2022 წელს დრო დაუთმეთ კარიერულ ზრდას, თქვენი თავის უკეთესად წარმოჩნებას. იყავით მომთმენი, ასე უფრო მალე გადალახავთ დაბრკოლებებს. დიდი შანსია, რომ ეს წელი გამორჩეული იყოს თქვენს კარიერაში. გარდა შრომის დაფასებისა, შეიძლება ამ პერიოდში სტრესმაც შემოგიტიოთ. ამიტომ, გირჩევთ, სცადეთ მედიტაცია, მოიპოვეთ სულიერი სიმშვიდე.

მორიელი

ეს წელი მორიელებისთვის პროფესიულ ფრონტზე პრობლემებით და ქაოსურად დაიწყება. გირჩევთ, ამ პერიოდის განმავლობაში არ დაიწყოთ რაიმე ახალი, რადგან ძალისხმევა არ დაგიფასდებათ. არსებობს რისკი, ზურგსუკან საუბრებმა თქვენს რეპუტაციაზე იმოქმედოს. აპრილში გაზრდისა და დაწინაურების დიდი შესაძლებლობებია.

ივლისი და აგვისტო კარგ სამუშაო შეთავაზებას მოუტანს მათ, ვინც კარიერას ახლა იწყებს. ამ პერიოდში სამსახურში ამბიციური და დინამიური იქნებით, რის გამოც კარგ პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებთ. წლის ბოლოს სასკეთო სიახლეები იქნება საჯარო სამსახურში დასაქმებულებისთვის, ცვლილებები დასაქმებულებს ავტორიტეტსა და სტატუსს მოგიტანთ, დასაქმების მსურველებისთვის კი ახალი შანსები გამოჩნდება.

ამ წელს, თქვენმა შრომამ, ძალისხმევამ და თავდადებამ შეიძლება ფანტასტიკური შესაძლებლობები მოგიტანოთ. გირჩევთ იყოთ მომთმენი და შეინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა უფროსებთან და კოლეგებთან. ნუ ჩაერთვებით კამათში. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმ ადამიანებს, რომლებიც გაქეზებენ, რადგან თქვენ იქმნებით პასუხისმგებელი თქვენს ქმედებებზე და სხვები არ აგებენ პასუხს. სამსახურში უფროსებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი კარიერისთვის და თქვენი პროფესიული ზრდისთვის.

მშვილდოსანი

2022 წლის კარიერის ჰოროსკოპის მიხედვით, მშვილდოსნის იღბალი წლის დასაწყისში მოიმატებს. დამსაქმებლის წინაშე ავტორიტეტს მოიპოვებთ. დაგიფასდებათ შრომისმოყვარეობა. ამ პერიოდის განმავლობაში საკმარისად ძლიერი იქნებით, რომ დაამარცხოთ თქვენი კონკურენტები და მტრები. აპრილის შემდეგ ახალი შესაძლებლობები მიეცებათ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.

წლის მესამე კვარტალი განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება მათთვის, ვინც მარკეტინგის, ჟურნალისტიკის, ბუღალტერისა და მასწავლებლის პროფესიას ეწევა. თქვენ მოიპოვებთ რეპუტაციას სამსახურში თქვენი შესაძლებლობებითა და დიპლომატიური უნარებით.

თუ სამუშაოს მოძებნას აპირებთ, შეგიძლიათ დაიწყოთ 2022 წლის მაისში. ამ პერიოდში მეტად წარმოაჩენთ საკუთარ ნიჭსა და უნარებს. დასაქმებულებს კი ხელმძღვანელები შრომასა და ძალისხმევას დაუფასებენ.

ამ წელს ზედმეტად ნუ დაიტვირთებით, დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეასრულეთ, თუმცა საკუთარ თავზე ზედმეტს ნუ აიღებთ. არ შეწყვიტოთ სწავლა, ეს ახალი შესაძლებლობების გზას გაგიხსნით. სწავლაში ახლა ჩადებული ინვესტიცია მომავალ წელს დაწინაურებას მოგიტანთ.

თხის რქა

2022 წლის დასაწყისი თქვენთვის საამაყო იქნება. სწორედ ამ პერიოდში დაგიფასდებათ ის გულმოდგინე შრომა, რომელსაც ბოლო წლები შეალიეთ. თქვენი დიპლომატიური უნარები და დამაჯერებლობა მოგიტანთ წარმატებასა და წინსვლას. გარდა დადებითი ასპექტებისა ამ წელს სამსახურში მტრებსაც გაიჩენთ.

ოქტომბერი და ნოემბერი წარმატების მომტანი იქნება მათთვის, ვისაც მეტი ფულს გამომუშავება უნდა. წლის ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად ნაყოფიერი იქნება. თქვენი შემოქმედებითი ამ პერიოდში უფრო მეტად დაფასდება. იფიქრეთ წინსვლაზე, იყავით ამბიციური და დააგროვეთ გამოცდილებები. ახალ შემოთავაზებებზე პირდაპირ უარს ნუ იტყვით, დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ.

ამ წელს ყველა გაურკვევლობა დასრულდება და თქვენ შემოსავალი სტაბილური იქნება. ასე რომ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაელოდეთ კარგ მომენტებს.

მერწყული

ეს პერიოდი მერწყულებისთვის როგორც აღმავლობის, ასევე დაბრკოლებების წელი იქნება. წლის დასაწყისში ცვლილებებია მოსალოდნელი. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებისთვის რთული პერიოდი იქნება. არსებობს სამსახურის დაკარგვის რისკიც.

აპრილში სიტუაცია გაუმჯობესდება. შესაძლოა მიიღოთ საქმიანი წინადადებები, რომლებიც თქვენს შემოსავალს გაზრდის. ივლისამდე პერიოდი კარგია ახალი ადამიანების გასაცნობად, ურთიერთობების გასამყარებლად, რეპუტაციის მოსაპოვებლად. სწორედ აპრილში იგრძნობენ ხელმძღვანელი პირები სტაბილურობას. მათ თანამშრომლები უფრო მეტად დააფასებენ.

ამ პერიოდში შრომისმოყვარეობა დაფასდება და წამახალისებელი შესაძლებლობები მოგეცემათ.

წლის ბოლო ორი თვე გაურკვევლობას მოიტანს, ამ პერიოდში ზარალის ალბათობა უფრო მაღალია. ასევე არსებობს სამსახურის შეცვლის ან სამსახურიდან გაშვების რისკი. უნდა მოერიდოთ ძვირფასი დროის დახარჯვას უსარგებლო საქმიანობებზე და მთელი ყურადღება გაამახვილოთ აკადემიურ წინსვლასა და კარიერაზე. ისინი, ვინც კვლევითი ნაშრომების წარდგენას გეგმავდნენ, წელს რეალიზებას შეძლებენ. წარმატება ბედნიერებას მოგიტანთ.

დაგეგმეთ ყველა ნაბიჯი. შეადგინეთ მთელი წლის გეგმა, რათა დრო სწორად გადაანაწილოთ და ყველა მიზანს მიაღწიოთ დაძაბულობის გარეშე.

თევზები

თევზებისთვის წლის მეორე ნახევარი პროფესიული თვალსაზრისით წარმატებული იქნება. წლის დასაწყისში შესაძლოა იზარალოთ, თუმცა, ეს პერიოდი შედარებით უკეთესი იქნება მათთვის, ვინც უცხოელებთან ან საზღვარგარეთის მუშაობს. გაუფრთხილდით ფინანსებს, ხარჯები არ გადაამეტოთ.

აპრილში კარიერაში სტაბილურობა გელოდებათ. ენერგიით სავსე და ამბიციური იქნებით თქვენი პროფესიული მიზნების მისაღწევად. თუ საქმის ერთგულები იქნებით, ახალი გზები გაგეხსნებათ.

მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს, წარმატებული პერიოდი იქნება მაისიდან ივლისამდე. წლის ბოლო გამორჩეულ შედეგებს მოუტანს მათ, ვინც შრომისმოყვარეა. კარიერაში ნახტომისებური ზრდა გექნებათ და იგრძნობთ სტაბილურობას.

კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ კოლეგებთან და უფროსებთან. თქვენი ხელმძღვანელი აღფრთოვანებული იქნება თქვენი საქმიანობით და შესაძლოა ხელფასიც მოგიმატოთ.

თუ გექნებათ საკმარისი თავდაჯერება, ვერაფერი შეგიშლით ხელს თქვენი მიზნების მიღწევაში. ეჭვგარეშეა, რომ გამოწვევები იქნება, მაგრამ შეგიძლიათ გადალახოთ თქვენი ძალისხმევით.

ვარსკვლავები გირჩევენ კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან; ეს დაგეხმარებათ გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენი დირექტორი აღფრთოვანებული იქნება თქვენი მუშაობით.

დაიმახსოვრეთ, ვერაფერი შეგიშლით ხელს მიზნების მიღწევაში, თუ საკუთარი თავის საკმარისად გჯერათ.  იქნება დაბრკოლებები, მაგრამ თქვენი დაჟინებული ძალისხმევით, ყველაფერს გადალახავთ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აქტივობის მიზანი ცოდნის გაღრმავება და ბუნების შემეცნება იყო
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება