სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ესტონური განათლების მოდელზე ტრენინგი ტარდება დირექტორებისა და პედაგოგებისთვის -პროექტში 100 სკოლა ჩაერთვება
22-11-2021
-
+


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ხორციელდება პროექტი „გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში, საქართველოს ბავშვების უკეთესი სასწავლო შედეგებისთვის“ (2021–2022). პროექტის მიზანია ესტონური გამოცდილების გაზირებით, ქართველი პედაგოგების შესაძლებლობების განვითარების გზით მოსწავლეების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული, მათ შორის დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდის გამოყენებით.

სატრენინგო თემა:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
  • საკლასო მენეჯმენტი;
  • განმავითარებელი შეფასება;
  • ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები;
  • სასწავლო რესურსები

ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობას იღებს შემდეგი სკოლები:

სამეგრელო-ზემო სვანეთი

1. სსიპ - ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის საჯარო სკოლა

3. სსიპ მარტვილის N1 საჯარო სკოლა

4. სსიპ-მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლა

5. სსიპ - ქალაქ სენაკის №7 საჯარო სკოლა

6. სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა

7.ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლა

8. სსიპ - თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლა

რაჭა:

9. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლა

10. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის საჯარო სკოლა

დაგეგმილია პროექტში ჩართული 100 სკოლის დირექტორებისა და დაწყებითი კლასების პედაგოგების გადამზადება მანამდე TOT-ის პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერების მიერ. დაწყებითი კლასის პედაგოგები შეარჩიეს სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებთან შეთანხმებით.

ესტონური პროექტი გაგრძელდება, ტრენინგები ტარდება ჰიბრიდულად, როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ. ტრენინგები ტარდება: გურჯაანში, რუსთავში, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, ზუგდიდში და მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა სკოლას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება