სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები“ - მიხეილ ჩხენკელი
16-11-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს უმასპინძლა და მასთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემის ყველა საფეხურის მხარდაჭერისათვის.მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებულად გამოყო პროფესიული განათლება და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმა გააცნო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ შეძლო უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა. კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელიც პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით სრულიად ახალი სიტყვაა. სააგენტო ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს შესძენს.

ნიკ ბერესფორდმა დადებითად შეაფასა პროფესიული განათლების მართვის აღნიშნული მოდელი და, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა დამსაქმებლების ჩართვის მნიშვნელობას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით აღჭურვილი კადრების მოსამზადებლად. გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალმა წარმომადგენელმა ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს პროფესიული განათლების მართვის დიფერენცირებული მოდელი, რომელიც დეცენტრალიზაციას შეუწყობს ხელს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სტანდარტის მომზადება-გადამზადების პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზების აუცილებლობას, რაც ყველა ასაკის ადამიანს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას და სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას შეუწყობს ხელს.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი ესწრებოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება