სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სამედიცინო კაბინეტები დირექტორებმა უნდა გააკონტროლონ
16-11-2021
-
+


საქართველოს კანონმდებლობაში გაზაფხულზე შესული ცვლილება ყველა საჯარო და კერძო სკოლას სამედიცინო კაბინეტის მოწყობას ავალდებულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე Etaloni.ge დაინტერესდა, მიმდინარე (2021-2022) სასწავლო წლის დასაწყისში რამდენ სკოლაში ფუნქციონირებდა სამედიცინო კაბინეტი, 2021 წლის იანვრიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში რამდენმა საჯარო სკოლამ მოაწყო სამედიცინო კაბინეტი და ვინ ამოწმებს მათი მუშაობის გამართულობას?

განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ამ  ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი  628  საჯარო  სკოლაში  ფუნქციონირებს, აქედან 25 საჯარო სკოლაში მოეწყო სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე.

„აქვე  გაცნობებთ, რომ 2021 წლის 30 მარტს ზოგადი განათლების შესახებ  კანონში'' შეტანილი ცვლილების შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულელებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას უზრუნველყოფს 2022 წლის 15 სექტემბრამდე“, - აცხადებენ განათლებისა და მეეცნიერების სამინისტროში.

უწყების ცნობითვე, ვინაიდან სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების თუ ფინანსების მიზნობრივ და სწორ  ხარჯვაზე სკოლის  მატერიალურ-ტექნიკური  ბაზის  მოვლა  პატრონობასა  და რაციონალურად  გამოყენებაზე პასუხისმგებელი დირექტორია,   მისი ვალდებულება ვრცელდება  სკოლებში  სამედიცინო  კაბინეტების  გამართულ ფუნქციონირებაზეც.

„ამდენად, სკოლებში  სამედიცინო  კაბინეტების  გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი“, - განუცხადეს Etaloni.ge-ს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება