| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედაგოგებმა, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვეს.
„აქცია იმართება „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ორგანიზებით იმ პედაგოგების დასახმარებლად, რომლებიც დევნის მსხვერპლი გახდნენ პრემიერის დადგენილებით და ამის საფუძველზე მასწავლებლები, რომლებმაც ვერ აიმაღლეს სტატუსი და ვერ გადალახეს ზღვარი, იანვრიდან სტატუსის მიღმა რჩებიან; ეს არის ნონსენსი, რადგან სკოლამ შეიძლება გადაწყვიტოს, თუ როგორი მასწავლებელი ურჩევნია. მასწავლებლები ითხოვენ, რომ სტატუსი არ შეუჩერდეთ და ისინი შუა ზამთარში სკოლებიდან არ გაყარონ.
ჩვენ ვითხოვთ განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას. ისინი დიალოგზე ვერ მოდიან. მეტიც, წინა აქციის დროს მინისტრის მოადგილემ 10 მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიძახა პოლიციის დანაყოფი, რის გამოც მისი გადადგომაც მოვითხოვეთ.
თუ მინისტრი არ შეგვხვდება, პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან გადავინაცვლებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა, დავით ფერაძემ.
აქციის მონაწილეებს სამინისტროს დაცვის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მინისტრი ადგილზე არ არის და ამიტომ ვერ შეხვდება მათ.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას