სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ადამიანს, რომელიც მაშინაც ლაპარაკობს, როცა არავის აინტერესებს, მასწავლებელი ჰქვია“
16-11-2021
-
+


კრეატიული აზროვნება ყოველთვის თვალშისაცემია, მით უმეტეს თუ გონებამახვილობას ბავშვებში ვაწყდებით. ხშირად გვაოცებს, მათი არასტანდარტული აზროვნება და ორიგინალური პასუხები სრულიად სტანდარტულ კითხვებზე. მოზარდებთან ყველაზე ხშირი შეხება რომ მასწავლებლებს აქვთ ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია და ალბათ არც მოულოდნელი იქნება თუკი ყველაზე მეტი ისტორიაც მოსწავლეების ენამახვილობის შესახებ სწორედ მათ აქვთ. 

გთავაზობთ, პედაგოგსა და მოსწავლეს შორის გაკვეთილზე გამართულ რამდენი დიალოგს, სადაც მოსწავლეების პასუხები ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება, არა მხოლოდ მათი მასწავლებლებისთვის, არამედ ჩვენთვისაც.

მასწავლებელი მოსწავლეს:

-ნინი, რამდენი წლისაა მამაშენი?
-ექვსის
-ეგ როგორ?!
-მამაჩემი მამა მაშინ გახდა, როცა მე დავიბადე, ექვსი წლის წინ.

***
-მარიამ, აბა გამოდი რუკასთან და ამერიკა მაჩვენე სადაა.
-აი აქ
-კარგი გოგო ხარ. ბავშვებო, ვინ აღმოაჩინა ამერიკა?
-მარიამმა მასწავლებელო!

***
-ნიკოლოზ, როგორ დამიმარცვლავ სიტყვა დედამიწას?
-დედ-ამი-წა
-არასწორია!
-შეიძლება არასწორია, მაგრამ თქვენ მკითხეთ, მე როგორ დავმარცვლავდი და მე ასე ვმარცვლავ.

***
-დავით, შენი თემა „ჩემი სახლი“ ისეთივეა როგორიც შენი ძმის. მისგან გადაიწერე თემა?
-არა მასწავლებელო. იგივე სახლში ვცხოვრობ.

***
-იკა, რა ჰქვია ადამიანს, რომელიც აგრძელებს ლაპარაკს მაშინ, როცა არავის აინტერესებს?
-მასწავლებელი.

წყარო: პრელუდია

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება