სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის ყველა თანამშრომელი აცრილია“- მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
11-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?

- სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საკლასო ოთახებში დასწრებით, რადგან სკოლაში ყველა დასაქმებული პირი აცრილია. დაცულია ყველა ის სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, რომელიც ეხება COVID-19-ს.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?

- რაც შეეხება კომპლექსურ დავალებებს, ამ სწავლების ფორმატს ეხლა გავდივართ, რადგან არ ვიყავით ჩართული ამ პროექტში და შესაბამისად, ჯერ არ შემიძლია დასკვნის გაკეთება, თუ რამდენად მოსაწონი და გამოსაყენებელი იქნება დავალებების ეს ფორმატი საკლასო სივრცეში.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- COVID-19 პანდეემიდან გამომდინარე, სკოლის ძირითადი აქტივობაა „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. ამ პროექტში ჩართულია მთლიანად სკოლა და სასკოლო თემი.

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- სკოლას არ აქვს ეგ პრობლემა, რომ მოსწავლე ხშირად აცდენდეს სასწავლო პროცეს. ჩვენთან იშვიათად თუ გაცდენს მოსწავლე გაკვეთილს ავადმყოფობის გამო. ამიტომ, არ ვსაჭიროებთ, რომ სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე, ხოლო სადაც ხშირია გაცდენები, მაშინ ნამდვილად იქნება მიმხრობა ასეთი გადაწყვეტილებისადმი.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- სკოლის მასწავლებლებიდან გვაქვს 100%-ანი ვაქცინაციის მაჩვენებელი. ყველა მასწავლებელი ვაქცინირებულია და ზოგი მათგანი გადადის ბუსტერდოზის ვაქცინაციაზე, ხოლო რაც შეეხება მშობლების ვაქცინაციას, ვაქცინირებულია მშობლების მხოლოდ 28.5%.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება