სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სპეციალური კომისია შეაფასებს -  განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 20 მარტია
27-01-2026
-
+


2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.

„განათლება მწვანე მომავლისთვის” კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება. 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 მარტი.

გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს. 

კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად:

I ეტაპი - განაცხადების შერჩევა
II ეტაპი - განხორციელებული აქტივობების/პროექტების პრეზენტაცია

ორივე ეტაპის შედეგების საფუძველზე სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს/მეთოდისტს გადაეცემათ „სპეციალური ჯილდო”.

კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულად შეავსეთ განაცხადის ფორმა (word-ის ფორმატში); სურვილის შემთხვევაში, დაურთეთ თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა (ერთ საქაღალდედ). ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურში (Subject-ის ველი) მიუთითეთ „განათლება მწვანე მომავლისთვის - დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის" ან ,,განათლება მწვანე მომავლისთვის - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება".

კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დეტალების გაცნობის მიზნით, გაიმართება ონლაინ ღია კარის დღე.

ბაღის განაცხადი ფორმები

სკოლის განაცხადი ფორმები

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება