სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, მანდატურის სამსახური რომელ რეგიონში რამდენ კადრს დაასაქმებს - 31 იანვარი განაცხადის ბოლო დღეა
31-01-2026
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, გამოცხადდა კონკურსი ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების პოზიციაზე.

უწყება 8 ახალი კადრის მიღებას გეგმავს - შრომის ანაზღაურება კი 2400 ლარი იქნება. დაინტერესებულ პირებს განცხადების გაგზავნა  2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr3@mandaturi.gov.ge

რაც შეეხება კონკურსის პირობებს, კანდიდატს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრის აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით; ბ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში ან სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან/პირებთან ფსიქოლოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, კოგნიტური, აკადემიური და ფუნქციური უნარების შეფასების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; გ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი); დ)  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მოსწავლეების მშობლებისთვის კონსულტირების გაწევის გამოცდილება (სასურველი); ე)  შეფასების ანგარიშების წერის გამოცდილება; ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა; ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი); თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: თბილისი - 1 ვაკანსია; კახეთი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; კახეთი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; შიდა ქართლი (გორის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; შიდა ქართლი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია; ქვემო ქართლი (გარდაბნის მუნიცილაპიტეტი) - 1 ვაკანსია; ქვემო ქართლი (რუსთავი) - 1 ვაკანსია; აჭარა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) - 1 ვაკანსია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება