სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სპეციალური საგანმანათლებლო სერვისისთვის განათლების სამინისტრომ  400 ათას ლარი გამოყო - დეტალები
13-01-2026
-
+


მიუსაფარი ბავშვების განათლების მხარდასაჭერად სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის -„ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის“ განხორციელების მომსახურების შესასყიდად 400 000 ლარია გამოყოფილი.

სატდენდერო დოკუმენტის მიხედვით პროგრამა 2026 წლიდან და 2027 წლის 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ბენეფიციართა აკადემიური უნარების განვითარებისთვის სამუშაოდ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის სპეციალისტებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ასაკობრივი პროგრამების გათვალისწინებით ბავშვებთან შემდეგ მიმართულებებზე მუშაობა:

• წერა-კითხვა სახელმწიფო ენაზე;
• ანგარიში;
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები;
• სამოქალაქო განათლება;
• წერა-კითხვა ინგლისურ ენაზე; 

მოსალოდნელი შედეგები: 
მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო სერვისის განხორციელების საფუძველზე შესაძლებელი უნდა გახდეს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩარიცხვა სკოლაში ან პროფესიულ პროგრამებზე, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესებსა და თანატოლების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემების დაძლევა, სწავლის მოტივაციის სტიმულირება, პიროვნული ზრდა-განვითარება.

ასევე შესაძლებელი უნდა გახდეს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციის ბარიერების შემცირება საჯარო სკოლაში პედაგოგების, ადმინისტრაციის წამომადგენლებისა და სკოლის მოსწავლეთა მაქსიმალური მზაობით მოწყვლადი ჯგუფის ბავშვთა მიმღებლობისთვის, მათ მიმართ საზოგადოების შემწყნარებლობის გაღვივებით და სტიგმის დაძლევით.

სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა გახდეს მათ მიერ სავალდებულო საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება და პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. 

შესყიდვის ტექნიკური დავალება - სპეციალური სერვისი „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“
მიუსაფარი ბავშვებისა და სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის დეტალურად 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება