სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არც ერთი კონკრეტული განცხადება არ არის, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს უნივერსიტეტების გაერთიანებას“
30-01-2026
-
+


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასაშუალებებთან თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიზეზი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, ხოლო კონკრეტული არგუმენტი, რატომ შეიძლება ეს გაერთიანება იყოს ცუდი, არ არსებობს:

„სტუ არ იყიდება“ - პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ აქციას მართავენ

„ესაა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს სისტემის ოპტიმიზაციას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში განათლების ხარისხი.

ყველას გახსოვთ, თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით... ჩვენი ახალგაზრდები ხშირად საზღვარგარეთ მიდიოდნენ, რადგან ქვეყანაში არ იყო განათლების სათანადო ხარისხი... როცა დავააანონსეთ რეფორმა, უცბად გაირკვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი.

...ეს კამპანია სიყალბეზეა აგებული, რაც შეეხება ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, არც ერთი კონკრეტული განცხადება არ არის, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას, პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი“, - აღნიშნა კობახიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება