| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

24 იანვარს მსოფლიოში განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დღესასწაული, რომელიც 2019 წელს დაარსდა, საზოგადოებას ახსენებს განათლების მნიშვნელობას - განათლების გარეშე კი ქმედითი და პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია.
განათლების საერთაშორისო დღის იდეა რვა წლის წინ გაჩნდა. დღესასწაული ოფიციალურად 2018 წლის დეკემბერში დაწესდა, ხოლო პირველად 2019 წლის იანვარში აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა 58 ქვეყანამ მიიღო.
ამ თარიღის შინაარსი მის მიზნებსა და ამოცანებში მკაფიოდ აისახა - მიიპყროს ყურადღება სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვსა და მოზარდს ეხება: მსოფლიოში ყოველი მეხუთე ბავშვი განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.
განათლების უფლება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლში, რომელიც სახელმწიფოებს ყველა ადამიანისთვის უფასო დაწყებითი განათლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენცია კი ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ ყველა ბავშვისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
განათლების საერთაშორისო დღე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების მნიშვნელობასა და იმ ბავშვებზე, ვისთვისაც სწავლა მიუწვდომელია. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 244 მილიონი ბავშვი და მოზარდი სკოლაში არ დადის, ხოლო დაახლოებით 617 მილიონს კითხვისა და ელემენტარული მათემატიკური უნარები არ აქვს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას