| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დამტკიცდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარებისა და განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიის გაცემას, ადგილობრივ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, რომელთაც სკოლა ოქროს ან/და ვერცხლის მედალზე დაასრულეს.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ მედალოსანი მოსწავლეებისთვის ერთჯერადი პრემიის გაცემა მოხდება თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილის საფუძველზე.
ოქროსმედალოსანი მოსწავლეებისთვის პრემია 500, ხოლო ვერცხლისმედალოსნებისთვის 400 ლარი იქნება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
„ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით უნდა მიმართოს ქ. თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილი მერის სახელზე, თანდართული სიით, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია საჯარო სკოლისა და მედლის სინჯის შესახებ;
ბ) მედალოსან მოსწავლეთა პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლები;
გ) მედალოსან მოსწავლეთა ან კანონიერ წარმომადგენელთა საბანკო რეკვიზიტები“, - აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას