სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

„პატარა აინშტაინი“, რომელმაც 15 წლის ასაკში კვანტური ფიზიკის დოქტორის ხარისხი მიიღო
21-01-2026
-
+


15 წლის ბელგიელმა მოზარდმა კვანტურ ფიზიკაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. მას „პატარა აინშტაინი“ შეარქვეს. საუბარია ლორან სიმონსზე, ანტვერპენის უნივერსიტეტის სტუდენტზე. ამის შესახებ Science Alert წერს

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო, თუმცა ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, რადგან შესადარებლად რეალური რეიტინგული სისტემა არ არსებობს.

რა ვიცით პატარა გენიოსის შესახებ? 

ლორან სიმონსი 2010 წელს ბელგიაში დაიბადა. ის ფართო საზოგადოებას თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო გაცნო. მან სწავლა ოთხი წლიდან დაიწყო, 6 წლისამ კი დაწყებითი სკოლა დაამთავრა. 10 წლის ასაკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ეინდჰოვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებულია მსოფლიოში.

როდესაც 11 წლის იყო, საკუთარ თავს ამბიციური მიზანი დაუსახა - უკვდავება ან სულ მცირე სიცოცხლის გახანგრძლივება. ეს ბაბუისა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ის ამბობს, რომ ეს მისთვის არ არის, ეს სხვებისთვისაა. ლორანს მომავალში სამედიცინო მეცნიერებების შესწავლა სურს.

12 წლის ასაკში ბიჭი კვანტური ფიზიკის დარგში მაგისტრი გახდა. მან სამწლიანი პროგრამა 18 თვეში დაასრულა. მოზარდს აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება, მისი IQ-ს დონე 145 შეადგენს.

ლორანის მშობლები ექიმები არიან და დიდი ყურადღება დაუთმეს მის განათლებას. როგორც ისინი ამბობენ, ლორანის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ბავშვობიდანვე აშკარა იყო. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება