| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2026 წელს 47 აუდიტს ჩაატარებს, მათ შორის იქნება 5 ფინანსური, 35 - შესაბამისობის, ხოლო 7 - ეფექტიანობის.
„2025 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარება, ნაცვლად ინდივიდუალური სამინისტროების ფინანსური აუდიტებისა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი და ამასთანავე, სრულად დაკმაყოფილდა საერთაშორისო სტანდარტებითა და შეფასებებით (მაგალითად, როგორებიცაა, SAI-PMF,1 IMF-ის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება, PEFA) განსაზღვრული მოთხოვნა. 2026 წელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჩაატარებს მთავრობის კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტს“, - წერია დოკუმენტში.
2026 წლის სახელმწიფო აუდიტორული საქმიანობის სრული გეგმა
ფინანსური აუდიტები:
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტი;
აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტი;
თბილისის მუნიციპალური ბიუჯეტი;
შესაბამისობის აუდიტები:
სახელმწიფო ორგანიზაციების საოფისე ხარჯების სისტემური შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2024-2025
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი;
სპორტული ფედერაციების საქმიანობის სისტემური შესაბამისობის აუდიტი;
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი;
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი 2023-2024
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი;
სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტი;
სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი;
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შესაბამისობის აუდიტი (დონორებით დაფინანსებული პროექტები);
ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ შესაბამისობის აუდიტი;
სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების შესაბამისობის აუდიტი;
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი;
იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი;
სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემის ─ „საქრუსენერგოს“ შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი;
სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი;
სსიპ – აწარმოე საქართველოში შესაბამისობის აუდიტი;
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ შესაბამისობის აუდიტი;
სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი - აუდიტის პერიოდი;
შპს „ბათუმის წყალის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
ქედის მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
შუახევის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024- 2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის ─ „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ─ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი;
ა(ა)იპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო- ანალიტიკური ცენტრის“ მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი;
ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი;
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024-2025 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ეფექტიანობის აუდიტები:
საჯარო სექტორში გაციფრულების (Digitalization) პროექტების განხორციელება.
იმუნიზაციის ეროვნული პროგრამა.
პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი რეაგირება;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი;
„მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა;
ერთიანი წყალმომარაგების განხორციელება (SDG აუდიტი);
კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის შემდგომი რეაგირება.
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
სკოლებთან დაკავშირებით შემოწმებები იწყება - 2026 წლის გეგმა ცნობილია
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
გაიმართა საახალწლო ღონისძიება, რომელიც სითბოთი, შემოქმედებითობითა და სადღესასწაულო განწყობით გამოირჩეოდა
შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა