სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეებს მოტივაცია გაუჩნდათ, უფრო ბევრს მეცადინეობენ და სწავლობენ“ - ხაშურში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
10-11-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ ფორმატში გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს. მასში მონაწილეობის სურვილს კი უფრო და უფრო მეტი მოსწავლე გამოთქვამს. ჩემპიონატი მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 9 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ხაშურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხაშურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 75 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.

ხაშურის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ზურაბ ლომიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ტესტირების პროცესმა სრულყოფილად ჩაიარა. მოსწავლეები სკოლიდან ჩაერთნენ. კონკურსის მიმდინარეობისას არანაირი პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებული იყვნენ. კონკურსის დასრულების შემდეგ იმ მოსწავლეებმაც გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი, რომლებიც ამჯერად არ იყვნენ ჩართულები. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მსურველი გვეყოლება. ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ გასულ წლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი კონკურსია. ის მოსწავლეთა ინტელექტის დონეს ამოწმებს და მათ სხვადასხვა საკითხებში მეტად გათვითცნობიერებულს ხდის. ასევე, უვითარებს დამოუკიდებლად აზროვნების უნარს. ჩვენ „ეტალონში“ მონაწილეობას ყოველთვის აუცილებლად  მივიღებთ, ასეთია ბავშვების განწყობაც.

შორენა მჭედლიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, ჩვენ „ეტალონის“ კონკურსები და აქტივობები ძალიან მოგვწონს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და შესაბამისად, ბევრი ბავშვი არ იყო ჩართული, თუმცა ვფიქრობ, რომ რაც მეტად მიიღებენ მონაწილეობას მსგავს კონკურსებში მოსწავლეები, მათი ცოდნა მით უფრო გაიზრდება. „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნასა და გამოცდილებას სძენს, შეუძლიათ თავიანთი ცოდნის გამოვლენა. მინდა, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები უფრო აქტიურები იყვნენ და მათ ამაში კონკურსები ეხმარებათ. ზოგს ცოდნა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ტესტის შესრულებისას შებოჭილი და დაბნეულია. კონკურსი კი მათ უფრო გახსნილს ხდის, მათი ცოდნის გამჟღავნების სურვილს უჩენს და რა თქმა უნდა, წარმატების სურვილიც მეტია. მე პირადადაც, უფრო მეტს ვიმუშავებ, რათა ჩემი სკოლის მოსწავლეები მსგავს აქტივობებში მეტად ჩაერთონ.

მიხეილ დევაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლის ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 3 მეორე ეტაპზე გადავიდა. ეს პროექტი ძალიან მომწონს, ჩვენს ბავშვებს ძალიან მაღალი მოტივაცია აქვთ. ჩვენი სკოლა სოფელშია, მცირეკონტინგენტიანია და ასეთი პროექტები მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები კმაყოფილები არიან, იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპსაც წარმატებით გაივლიან. მოსწავლეებს მოტივაცია გაუჩნდათ, უფრო ბევრს მეცადინეობენ და სწავლობენ. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ ძალიან კარგი და საჭირო პროექტია. შესაბამისად, მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობაც მაღალია. გასულ წლებში ჩვენი სკოლის ერთი ბავშვი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა და ფინალშიც მოხვდა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. 

შორენა ბაკურაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტექნიკური პრობლემები არ ჰქონიათ, მოსწავლეები სახლიდან ჩაერთნენ. სამწუხაროდ მეორე ეტაპზე ჩვენი ვერც ერთი ვერ გადავიდა, მაგრამ მონაწილეობაც მათთვის მოტივაციაა. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. ვფიქრობ, მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მოსწავლეები, რომლებიც ისედაც მოტივირებულები არიან, იმათთვის კარგია ასეთი კონკურსები. ისინი თავიანთ თავის გამოცდიან და შემდეგ, რადგან ისედაც მიზანსწრაფულები არიან, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. 

ალექსანდრე ლომიძე, ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ უკვე დიდი ხანია, წარმატებით ურთიერთობს. სკოლაში მოტივაცია ძალიან მაღალია, ვინაიდან ყოველწლიურად მაღალქულიან მონაწილეებს შორის ჩვენი მოსწავლეებიც არიან. აღნიშნულ ათეულში ჩვენი სკოლის 2-3 მოსწავლე ყოველთვის არის. გასულ წლებში გვყავდა ფინალისტი მოსწავლეც. მოტივაცია ძალიან მაღალია, რასაც გუშინდელი დღეც მოწმობს. ჩვენი სკოლიდან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 9 მოსწავლე გადავიდა. ეს კი უკვე იმას მოწმობს, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი და დაინტერესება დიდია.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება