სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ნაეკი“ უფროსი და წამყვანი მასწავლებლების გამოცდის ჩასატარებლად მზად არ არის“ - პროფკავშირის პრეზიდენტი
29-10-2021
-
+


მასწავლებლის პროფესიული რეგულირების ახალი წესი, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე, მზად უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც კითხვებს აჩენს და მსუბუქად რომ ვთქვათ, მასწავლებლებში დიდ გაუგებრობას იწვევს. კითხვები აქვთ უფროს და წამყვან მასწავლებლებსაც - ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის შეძლებენ ისინი კარიერულ წინსვლასა და სტატუსის ამაღლებას. საკითხში მეტი სიცხადისთვის, Etaloni.ge პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებული სქემით, უფროსმა და წამყვანმა მასწავლებლებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ, თუმცა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ გამოცდის ჩასატარებლად მზად არ არის და ეს არის ხელოვნურად შექმნილი შემაფერხებელი გარემოებაა კარიერული წინსვლის პროცესში“.

როგორც მაია კობახიძე გვეუბნება:


„მზადდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც უნდა განისაზღვროს სხვადასხვა კომპონენტი; მასწავლებლის პროფესია რეგულირებადია და უნდა არსებობდეს რეგულირების წესი, თუნდაც უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის, რომლებიც კარიერული წინსვლის პროცესში არიან და ამ ეტაპზე, შეფერხდნენ.

გაურკვეველია, რომელი დოკუმენტი დაარეგულირებს მათ კარიერულ  წინსვლას -  ამ ეტაპზე არსებული დოკუმენტით, გამოცდები უნდა ჩატარდეს, თუმცა ვხედავ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ გამოცდებისთვის მზად არ არის.

ეს არის ხელოვნურად შექმნილი შემაფერხებელი გარემოება კარიერული წინსვლის პროცესში უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება