სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლები მოსწავლეთა მშობლების აცრაზე ინფორმაციას აგროვებენ - „დამრიგებელმა დოკუმენტზე ხელი მომაწერინა“
28-10-2021
-
+


მასწავლებლების ვაქცინაცია სასკოლო საზოგადოებაში ერთ-ერთი ყევლაზე ცხელი თემაა. მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ სკოლის თანამშრომლების აცრაზე გადის ბავშვების უსაფრთხოება და დასწრებითი სასწავლო პროცესის ალბათობაც; თუმცა, თავის მხრივ, პედაგოგებიც ითხოვენ - აცრილები იყვნენ მოსწავლეთა მშობლები, რადგან არცთუ იშვიათად, ინფექციის გამავრცელებლები სწორედ მოზარდები არიან.

მართალია, ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც გასულ კვირაში განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა, მასწავლებლებში უფრო მაღალია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, მაგრამ ჰქონდეთ ინფორმაცია მოსწავლეთა მშობლების აცრის მაჩვენებელზე, ეს მათი უფლებაა.

ბოლო პერიოდში Etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა უთხრა, რომ სკოლები მოსწავლეთა ოჯახებში აცრილი წევრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ - ზოგან კითხვარი შეავსებინეს, ზოგან მშობლებს ხელი მოაწერინეს - „დღეს დოკუმენტზე ხელი მომაწერინეს, სადაც ვამბობდი, რომ ოჯახში ზრდასრულები კოვიდზე აცრილები ვართ... წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის შეიძლება დასჭირდეს სკოლას ეს ინფრომაცია, მასწავლებლემა მითხრა - დირექტორის დავალებააო“ - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა. მართლაც საინტერესოა, ვისი დავალებით მოქმედებს ასეთ დროს სკოლა და რეალურად, რაში სჭირდებათ მშობლების აცრის შესახებ ინფორმაცია?

ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ სამინისტროს სკოლებისთვის ნამდვილად არ დაუვალებია აღნიშნული მონაცემების შეგროვება: „ვერ გეტვით, რატომ ითხოვენ სკოლები მშობლების აცრების შესახებ ინფორმაციას. დირექტორები მხოლოდ პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების მონაცემებს აწვდიან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, რათა მასწავლებლებმა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლონ აცრის ჩატარება; სხვა მხრივ კი განათლების სამინისტრო მშობელთა აცრის შესახებ მონაცემებს არ აგროვებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება