სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს 3 პროგრამა, რომელმაც 2021 წლისთვის გამოყოფილი თანხა ბოლომდე ვერ დახარჯა
29-10-2021
-
+


აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებისას, უწყებების მიხედვით  მათთვის გამოყოფილი ბიუჯეტის დაბალი ათვისების მქონე პროგრამები გამოვლინდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბიუჯეტის დაბალი ათვისების მქონე 3 პროგრამა გამოიკვეთა.

პირველი პროგრამა, რომელმაც მისთვის კუთვნილი ბიუჯეტის ათვისება ვერ მოახერხა, საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფაა. პროგრამას  სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ESIDA) ახორციელებს, რომლის ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 15,035 ათას ლარს, 9 თვის დამტკიცებული გეგმა 5,630 ათას ლარს და 9 თვის დაზუსტებული გეგმა 540 ათას ლარს შეადგენდა.

დაბალი ათვისებით გამოირჩეოდა ასევე განათლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ტერიტორიული ორგანოების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა - ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 1,500 ათასი ლარი, 9 თვის დამტკიცეებული გეგმა 1,230 ათასი ლარი და 9 თვის დაზუსტებული გეგმა - 163 ათასი ლარი.

ბიუჯეტის ათვისება ვერ მოახერხა ასევე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ხარჯების" პროგრამამ - ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა - 3,500 ათასი, 9 თვის დამტკიცებული გეგმა -1,500 ათასი და 9 თვის დაზუსტებული გეგმა 1,500 ათასი ლარი.

როგორც აუდიტის მოხსენბაში ვკითხულობთ, გარკვეული პროგრამები და ქვეპროგრამები ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ წლიურ, ასევე კვარტალური განწერით განსაზღვრულ 9 თვის გეგმასთან მიმართებით. ამასთანავე, ზოგიერთი პროგრამისა და ქვეპროგრამის შემთხვევაში, 8 თვის განმავლობაში ასიგნებები არ ათვისებულა, რაც წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად ათვისებას ნაკლებ მოსალოდნელს ხდის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება