სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგებს სჭირდებათ წახალისება, თუნდაც ერთი პატარა მინდვრის ყვავილით“- ლეილა ტარიელაძე, ფიროსმანის საჯარო სკოლის მასწავლებელი
13-10-2021
-
+


რა სურს მოსწავლეს, რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა, რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ლეილა (ლელა) ტარიელაძე გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა. . .

- სიცოცხლე, ხალისი, ერთი წუთითაც რომ არ გეძლევა მოდუნების საშუალება.

- მოსწავლეს სურს. . .

- იყოს უწყვეტი ნაკადით ყურადღების ცენტრში. გიგულოს, როგორც უპირობო მხარდამჭერი,.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . .

- მორბის შენსკენ მოსწავლე, სურს, გულში ჩაიკრა და დიდი სითბო და სიყვარული გადასცე, მაგრამ უცებ გვიხვდება შეხსენება დისტანციის შესახებ.  

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . .

- ერთი წამითაც არ მოვადუნოთ გონება და ყოველთვის იქ უნდა ვიყოთ, სადაც ბავშვია.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . .

- პედკოლექტივის შემადგენლობაში მყავდეს ჩემი აღზრდილი მოსწავლეებიც.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . .

- წახალისება, თუნდაც ერთი პატარა მინდვრის ყვავილით.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . .

- ისეთ საგანს, რომლის დროსაც მოსწავლეებს ვანახებდი საინტერესო ფილმს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება