სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სექტემბერში დანამატს მასწავლებლების ნაწილი ვერ მიიღებს - როდის აგესახებათ სტატუსი „ესქულში“
20-09-2021
-
+


პრაქტიკოსები, მაძიებლები, პროფესიაში შესვლის მსურველები და სპეცმასწავლებლები, აპელაციების შედეგების გამოცხადების შემდეგ, უკვე სტატუსის ასახვას ელიან „ესქულში“; გარდა იმისა, რომ ეს გამოცდის წარმატებით ჩაბარების დასტურია, ასევე არსებობს სახელფასო დანამატიც და ის პირდაპირაა მიბმული სტატუსზე.

etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, როდის აესახებათ პედაგოგებს „ესქულში“ სტატუსი და როდის შეძლებენ ისინი დანამატის მიღებას? - ამ კითხვებით ჯერ მასწავლებლის სახლს, ხოლო შემდეგ განათლების სამინისტროს მივმართეთ.

პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ სტატუსები „ესქულში“ პედაგოგებს 25 სექტემბრის შემდეგ აესახებათ; ხოლო რაც შეეხება სტატუსის დანამატს, ამ კითხვას განათლების სამინისტროში შემდეგნაირად უპასუხეს:

„თუ „ესქულში“ მასწავლებელს სტატუსი 23 სექტემბრამდე აესახება, იგი დანამატს მიიღებს სექტემბერშივე; ხოლო თუ ელექტრონულ სისტემაში სტატუსები 10 ოქტომბრამდე არ აისახება, მაშინ დანამატის მიღების საკითხი ნოემბრამდე გადაიწევს“.

მასწავლებლის სახლის განმარტებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ, სტატუსის ცვლილება ბაზაში 23 სექტემბრამდე ვერ ესწრება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში გამოცდაჩაბარებული პედაგოგები სტატუსის დანამატს ვერ მიიღებენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება