ჯანდარის საჯარო სკოლის რვა პედაგოგმა მასწავლებელთა გამოცდა წარმატებით ჩააბარა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლის პედაგოგები დაუღალავად შრომობენ პროფესიული წინსვლისთვის და განვითარებისთვის.სკოლის რვა პედაგოგმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საკუთარ საგნებში კომპეტენცია აიმაღლა.
ჯანდარის საჯარო სკოლის დირექტორი, ვუსალ ბაირამოვი პედაგოგებს ულოცავს ამ წარმატებას და კიდევ მრავალ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.