სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებს კომპიუტერებზე არ მოუმართავთ“ - განათლების სამინისტრო ტექნიკის დეფიციტზე ინფორმაციას არ ფლობს
04-08-2021
-
+


პანდემიამ და ონლაინ-სწავლებამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში კომპიუტერული ტექნიკა და რაც მთავარია, მათი გამართული მუშაობა. გარდა ამისა, 2021- 2022 სასწავლო წლიდან ჟურნალი არა მატერიალური, არამედ მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება - ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება არსებობს და შესაბამისად, მასწავლებლებს კომპიუტერთან მუშაობა ყოველდღიურად მოუწევთ.

საინტერესოა, არის კი სკოლები სათანადო ტექნიკით აღჭურვილი და აქვთ იმის ფუფუნება, რომ სკოლაში არსებული რესურსის გამოყენებას შეუფერხებლად შეძლებენ? ან საერთოდ, აქვთ კომპიუტერების საკმარისი რაოდენობა?

ფაქტია - არა! ბოლო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, სკოლის დირექტორებთან საუბრისას ამ პრობლემის სიმწვავე გამოიკვეთა. ზოგი მათგანი აღნიშნავს, რომ არამხოლოდ კომპიუტერების დეფიციტს განიცდიან, არამედ არსებული ტექნიკა მოძველებული და გაუმართავია, რაც, ბუნებრივია, პრობლემას ქმნის ელექტრონულად მუშაობისას - სკოლების ნაწილში, 2012-2013 წლის შემდეგ ტექნიკა არ განახლებულა და ამ მხრივ რეგიონებში გაცილებით რთული მდგომარეობაა.

მით უმეტეს, ცნობილია, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლები ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე გადავლენ და ასეთ დროს, საკლასო ოთახში, მინიმუმ ერთი კომპიუტერი მაინც ხომ უნდა იყოს?

მართალია, პედაგოგები, ტექნიკის დეფიციტის გამო,  მობილური ტელეფონებით სარგებლობენ, მაგრამ საკითხავია, ყველას აქვს თანამედროვე გაჯეტი, რომლის მეშვეობითაც გამართულად მუშაობას შეძლებს? პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითია და ეს პრობლემა ჯერ კიდევ ონლაინ-სწავლებისას გამოიკვეთა - მასწავლებელთა ნაწილს სკოლებში უწევდათ მისვლა და დისტანციური გაკვეთილის ჩატარება.

ბუნებრივია, პრობლემა მწვავეა და ამიტომ Etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა: „სკოლებს აღნიშნული პრობლემით ჩვენთვის არ მიუმართავთ“! თუმცა ესეც საეჭვოა, რადგან სკოლებში, განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით, არამცთუ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების, ხარისხიანი ინტერნეტკავშირის პრობლემაც მოსაგვარებელია და სირაქლემას პოზაში დგომა, საეჭვოა ისეთ ილუზიას ქმნიდეს, რომ ყველაფერი კარგადაა. ასე რომ, კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება, ამასობაში კი, სასწავლო წელი კარს მოგვადგა. ვნახოთ, როგორ შეხვდებიან სკოლები და სამინისტრო ახალ გამოწვევებს, წიწილებს და კომპიუტერებსაც საქართველოში შემოდგომით ითვლიან.

ჩვენ კი უცვლელად გთავაზობთ კითხვებს, რომლებზეც პასუხი კომპეტენტურ უწყებას არ აქვს:

  1. აქვს თუ არა სამინისტროს ინფორმაცია იმ სკოლებს შესახებ, რომლებსაც მოძველებული ტექნიკა აქვთ და მისი გამოყენება უჭირთ?
  2. როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, რომ ახალი ტექნიკა მიიღოს?
  3. არის თუ არა სკოლებში საკმარისი კომპიუტერები, იქედან გამომდინარე, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სავალდებულო ხდება?
  4. გეგმავს თუ არა სამინისტრო წელს სკოლებში ახალი ტექნიკის შეტანას?
კითხვებზე პასუხებს ერთ კვირაზე მეტია ველოდებით... საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა:

„2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დასრულებული იქნება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი“ .

როგორ მოუწევთ მასწავლებლებს 2026 წლამდე ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობა უცნობია, ალბათ, ისევ პირადი ტექნიკის იმედად იქნებიან...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება