| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლის დირექტორის ფუნქციები გაწერილია დოკუმენტში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“.
რა ევალება სკოლის ხელმძღვანელს? - ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ დირექტორი მართავს სკოლას, რომელსაც წარმოადგენს „მესამე პირებთან ურთიერთობებში“, სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს, შეიმუშავებს საშტატო განრიგს, მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში, ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან, ასევე უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება „ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში“.
თუმცა გარდა ამისა, არის რამდენიმე საკითხი, რაზეც სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს. ესენია:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება და სააღმზრდელო პროცესი;
ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივი და სწორი ხარჯვა, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა, რაციონალურად გამოყენება;
გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება