სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ითხვისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა პირველი და დაუვიწყარი ნაბიჯერბი წიგნიერების სამყაროში 
24-10-2025
-
+


15 ოქტომბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო - პირველ კლასში ქართველების სათაყვანებელი ანბანი შემობრძანდა.

პატარებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს წიგნიერების სამყაროში. ქართული ენის მასწავლებელმა, მაყვალა ნოზაძემ მოსწავლეებს არაერთი საინტერესო და სახალისო აქტივობა შესთავაზა. 

პატარები ხალისით გაეცნენ დედაენის პირველ ასოებს - ნასწავლ ასო-ბგერებზე სიტყვები გაიხსენეს, დაალაგეს შესაბამისი ასოების მიხედვით და დამარცვლეს ისინი, ასევე მოისმინეს ამბავი დედაენის „აი იას“ შექმნის შესახებ, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, იხილეს იაკობ გოგებაშვილის „ხმოვანი ფოტო“.

პატარა მოსწავლეებმა შეასრულეს აქტივობები „ა“ და „ი“ ასო-ბგერების მოხაზულობაზე და პირველი ასობგერების ჩანაწერიც გააკეთეს. 

აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

„გაკვეთილი ჩატარდა საოცრად ემოციურ და დასამახსოვრებელ გარემოში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება