სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა „ეტალონს“ დასახული მიზნის მიღწევაში“ - ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახალქალაქში ჩატარდა
01-07-2021
-
+


„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და „ეტალონი მოსწავლეც“ გამოვლინდა. იყო ბევრი ემოცია, ინტელექტუალური შეჯიბრი და გამარჯვების სიხარული, რომელიც იმანაც ვერ გაანელა, რომ ფორმატი ოდნავ სახეცვლილი გახლდათ და ჩემპიონატი დისტანციურად - ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ერთმანეთს 371 მოსწავლე ეცილებოდა, გამარჯვებული კი გახდა ამირან ბიჭიკიანი - ტურცხის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, რომელმაც ღონისძიების დასასრულს გვითხრა, გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა უზომოდ მიხარია პირველობა და იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტ წარმატებას მივაღწევო:

„ძალიან მომეწონა ფორმატიც, კითხვებიც... მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ გავიმარჯვებდი და ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიხარულია. მადლობა „ეტალონს“, მთელ გუნდს ამისთვის“.

„ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა აკოფაშვილმა და აღნიშნა:

„წლებია, ჩვენი სკოლა „ეტალონთან“ მეგობრობს, ვმონაწილეობთ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში და რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი მოსწავლის წარმატებით. მოხარული ვარ, რომ პროექტი სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ბავშვებიც ცდილობენ, სახელმწიფო ენას უკეთ დაეუფლონ, რათა ყოველ წელს საუკეთესო შედეგებზე გავიდნენ. უნდა ვაღიარო, სპეციფიკური ტერმინოლოგიის გააზრება ცოტა უჭირთ და ამ მხრივ თითქოს იჩაგრებიან, თუმცა ჩვენი მოსწავლის გამარჯვებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა „ეტალონის“ მნიშვნელობა ამ დიდ საქმეში. როგორც დირექტორს, ცოტა გული დამწყდა, ჩვენი სკოლიდან ბევრმა მოსწავლემ დარეგისტრირება უხარისხო ინტერნეტ-კავშირის გამო ვერ მოახერხა“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი სტელმაშოვმაც კმაყოფილება გამოთქვა, პროექტში მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი ჩართულობით და გულისტკივილით აღნიშნა, რომ ამჯერად ყველას აკლდა ის ცოცხალი ემოცია, რომლიც ინტელექტ-ჩემპიონატს პანდემიამდე მუდამ ახლდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტი არ უნდა გაჩერდეს:

„პირველ რიგში, ვულოცავ გამარჯვებას ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეს და მოხარული ვარ, რომ პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა „ეტალონს“ დასახული მიზნის მიღწევაში. სამწუხაროა, რომ გვაკლდა ცოცხალი ემოცია და რაც მთავარია, უცვლელი წამყვანი - ბატონი გოჩა, რომლისგანაც ღონისძიებებზე საოცარი მუხტი მოდის; იმედს ვიტოვებ, რომ მალე ყველაფერი დალაგდება, „ეტალონი“ ჩვეული ფორმატით დაგვიბრუნდება და კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ ჩვენი მოსწავლეების გამარჯვებას“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ტერეზა ჩივჩიანმა პროექტი შეაფასა და პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების მაღალ ხარისხს გაუსვა ხაზი.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის დისტანციურ რეჟიმში ჩატარებით „ეტალონმა“ რისკები მინიმუმამდე დაიყვანა, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია; გარდა ამისა, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩართულობის მაღალი ხარისხი დაფიქსირდა. გამარჯვებულს რაც შეეხება, საოცარი შედეგი ჰქონდა - 92 ქულით მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, რაც ჩემთვის საამაყოა. ვულოცავ გამარჯვებას, თითოეულ მოსწავლეს კი ვუსურვებ, ყოველთვის შეძლონ სწორი გადაწყვეტილებების მიღება“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა კი განაცხადა:

„ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში უმნიშვნელოვანესია; ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ „ეტალონს“, რომელიც ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებითა და მოსწავლეების ჩართულობით, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას“.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

სამშაბათს სკოლებში სწავლა არ იქნება - ოფიციალური უქმე დღე საბავშვო ბაღებსაც ეხება

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები, ისინი დასაჩუქრდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით

 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება