სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მიეღოთ“ - ივანე თურქიაშვილი, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი
29-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი, ივანე თურქიაშვილი, etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„ვერ ვიტყვი, რომ 2020-2021 სასწავლო წელი დიდად გამორჩეული იყო, თუმცაღა პანდემიით განპირობებული დისტანციური სწავლება უდავოდ გამოწვევა აღმოჩნდა; ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, სხვაობა მხოლოდ ეს გახლდათ, თორემ წელს, ისევე, როგორც გასულ წლებში, არც ერთ ჩვენგანს თავი არ დაუზოგავს და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენს მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მიეღოთ. 

საამაყოა, რომ ჩვენი სკოლა ემზადება ახალი სკოლის მოდელში ჩასართავად... მართალია, დასაწყისში ვერ ვაკმაყოფილებდით მოთხოვნებს რიცხოვნობის მხრივ - მოგეხსენებათ მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, თუმცა ახლა ეს საკითხი ხელს აღარ გვიშლის; ასევე ვაპირებთ, წარმატებით დავნერგოთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა; პედაგოგებს რაც შეეხება, ისინი მუდმივად ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე, გვყავს სტატუსიანი  მასწავლებლები და მართლაც მეამაყება, რომ პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან

„ვფიქრობ, თითოეული დარგული ხე მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკეთესი მომავლისაკენ“
 

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება