სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ვის აქვს სკოლაში 40-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების აღების უფლება - ვალდებულება, რაც მანდატურისა და ბაღის თანამშრომლებს აქვთ
23-06-2021
-
+


ზაფხულის დადგომასთან ერთად შვებულებების საკითხი აქტიური ხდება. მოსწავლეებისთვის არდადეგები უკვე დაიწყო, მასწავლებლები - ივლისიდან გავლენ შვებულებაში და აგვისტოს ბოლოს დაუბრუნდებიან სკოლას. 

ამჯერად, „ეტალონი“ დაინტერესდა, როგორ არის განსაზღვრული შვებულების პერიოდი სკოლის მანდატურის სამსახურისა და ბაღის თანამშრომლებისთვის - აღნიშნულის გასარკვევად კი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს დავუკავშირდით.


როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მანდატურის თანამშრომლებს შეუძლიათ, 40-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლონ. შვებულების პერიოდი კი გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასკოლო არდადეგებს ემთხვევა.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს შეუძლიათ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით 40 სამუშაო დღის განმავლობაში. მანდატურების შვებულების დრო, როგორც წესი, „განისაზღვრება“ სასკოლო არდადეგების პერიოდით, (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც თანხმდება სამსახურის უფროსთან).

არსებითად, მანდატურების შვებულებები ემთხვევა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საზაფხულო არდადეგების პერიოდს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შვებულების კონკრეტულ თარიღს და ვადას მანდატურები თავად განსაზღვრავენ.

სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებამდე, (გარდა შვებულებით გათვალისწინებული პერიოდისა), მანდატურები კვლავ ცხადდებიან სამსახურში და აგრძელებენ სხვადასხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რაც მოიცავს ანალიზს, შეფასებას, დაგეგმარებასა და სხვა მიმართულებებს. ამავდროულად, მანდატურის სამსახური ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს სკოლებში საზაფხულო არდადეგების დრო თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ამ მიზნით, სამსახურის მიერ სისტემატურად ხორციელდება ტრენინგები და სხვა ღონისძიებები“, - განგვიცხადეს უწყებაში.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა შვებულებას, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, მათი შვებულებაც სააღმზრდელო პერიოდის დასრულებას უკავშირდება, თუმცა საბავშვო ბაღებში დასვენების პერიოდშიც მორიგეობით უნდა იყვნენ თანამშრომლები.

„თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დასრულდება 30 ივნისს. რაც შეეხება პერსონალს, მათი სამუშაო და დასვენების გრაფიკი განისაზღვრება შრომის კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ყველა თანამშრომელს აქვს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება, რომლითაც შეეძლებათ სარგებლობა.

ვალდებულება აქვთ, რომ ბაღში ვიღაც მაინც იყოს იმ პერიოდში, როცა სააღმზრდელო პროცესი არ არის, თუმცა შემდგომ თავად ადმინისტრაცია გადაწყვეტს როგორ გადაანაწილებს ვალდებულებებს“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

1-ელი მაისი სკოლის დირექტორთა საერთაშორისო დღეა - დაარსების იდეა ამერიკელ პედაგოგს ეკუთვნის

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება