სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„უმთავრესია, პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი გავაგრძელოთ და ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ“ - ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ცაგერში ჩატარდა
22-06-2021
-
+


„ეტალონის“ 2021 წლის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებსაც საშუალება აქვთ, საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე გახდა თათია გიორგობიანი, ლაცორიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, გამარჯვებას არ ელოდა და მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, პასუხებისთვის გამოყოფილი დრო რაციონალურად გამოეყენებინა. თუმცა სწორედ ამან მოუტანა გამარჯვება თათიას და ჩემპიონატის დასასრულს, საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:

„ძალიან გახარებული ვარ... გამარჯვებას არც ველოდი, რადგან კითხვები მრავლისმომცველი იყო და არც მარტივი მეჩვენა; ახლაც ვერ ვიჯერებ, პირველ ადგილზე რომ გავედი, სხვათა შორის, არც მონაწილეობა ყოფილა იოლი - პასუხებისთვის დრო შეზღუდული გახლდათ და გონების მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვდა, სისწრაფესაც, თავისთავად, მიხარია, რომ გავიმარჯვე. ყველა მონაწილეს, „ეტალონთან“ ერთად, ვუსურვებ წარმატებას“.

ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ზაურ გოლეთიანმა კი, etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ესაა სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება, რადგან ზედიზედ, უკვე მესამედ, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მათი სკოლის წარმომადგენელს ხვდა წილად, რაც ძალიან საამაყოა:

 „ზედიზედ მესამედ, ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა მუნიციპალური ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული და ამაყად ვიტყვი -  ესაა სკოლისა და კოლექტივის გამარჯვება; წარმოიდგინეთ, მორე ადგილზეც ჩვენი სკოლის მოსწავლე და რა თქმა უნდა, ლაცორიის საჯარო სკოლა, დირექტორთან ერთად, ამაყობს ბავშვების შედეგებით, რაც გავიმეორებ, ჩვენი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი დადასტურებაა.

რაც შეეხება თავად „ეტალონს“, ძალიან საინტერესო, ინტელექტუალური, მასშტაბური პროექტია, რომელიც  მოტივაციას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ უკეთესი განათლება; იმედი მაქვს, მალე, დისტანციური ფორმატიც წარსულს ჩაბარდება, „ეტალონი“ ტრადიცული სახით ჩატარდება  და ჩვენი სკოლაც, კიდევ ერთხელ, იტყვის თავის სიტყვას“.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, გოგი კვირიკაშვილმა, etaloni.ge-სთან საუბრისას, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პოზიტივზე გაამახვილა ყურადღება:

„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან პოზიტიური პროექტია, მოსწავლეების განათლებაზე ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს; ერთ-ერთი პირველები ვიყავით, პროექტში რომ ჩავერთეთ და მას შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები წარმატებებით გვანებივრებენ; სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე, ჩემპიონატის ტრადიციული ფორმატით ჩატარება ვერ ხერხდება, მაგრამ უმთავრესია, სწორედ პანდემიიდან გამომდინარე, პროექტი გავაგრძელოთ და ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ, რომელიც ყოველთვის თან სდევს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს“.  

ირაკლი სილაგაძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, პროექტის ტექნიკურად გამართულ მხარეზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისას და შეუძლებელია არ აღვნიშნო, ყველაფერი პროექტი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული; სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, დისტანციური ფორმატის გამო, თუმცა მჯეროდა „ეტალონის“ გუნდის  და არც შევმცდარვარ  - მთავარი აქცენტი კვლავ გაკეთებული იყო ღირსეულის გამოვლენაზე.

მართალია, ტრადიციულ ფორმატში ჩატარებულ ინტელექტ-ჩემპიონატს ვერაფერი შეედრება და ის ემოციაც გვაკლდა, თუმცა მხოლოდ ეს ერთი ნიუანსი შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთგვარ „ხარვეზად“, სხვა მხრივ კი, ყველაფერი აკადემიურად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

გამარჯვებულს რაც შეეხება, ერთგვარი სენსაცია დაფიქსირდა, რადგან ლაცორიის საჯარო სკოლის წარმომადგენელი უკვე მესამედ გახდა მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე. ვფიქრობ, ეს წარმატება სწორედ პროექტში აქტიური ჩართულობის შედეგია და მე, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ასე დახვეწილად რომ ჩაატარეთ ეტალონის ეროვნული ინტელქტ-ჩემპიონატი“.

ცაგერის ეტალონ მოსწავლეს გამარჯვება მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ მიულოცა და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები მომავალი თაობების განვითარებისთვის:

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს და გუნდის თითოეულ წევრს ასე სამართლიანად ჩატარებული დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატისთვის, მოხარული ვარ, რომ ლაცორიის საჯარო სკოლის წარმომადგენელი უკვე მესამედ გახდა ეტალონი მოსწავლე; ჩვენ კი, ადგილობრივი ხელისუფლება, ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, რადგან „ეტალონი“ სახალხო პროექტია, ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ სკოლების ჩართულობა ძალიან დიდია და მინდა, წარმატებები ვუსურვო როგორც პროექტს, ისე ცაგერის ეტალონ მოსწავლეს ლაცორიის საჯარო სკოლიდან“. 


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ტესტის ფორმატსა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩატარდება

სამშაბათს სკოლებში სწავლა არ იქნება - ოფიციალური უქმე დღე საბავშვო ბაღებსაც ეხება

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები, ისინი დასაჩუქრდნენ დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით

 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება