სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა და საზოგადოება ერთობლივად უნდა იბრძოდეს მომავალი თაობების სწავლა-აღზრდისთვის“ - იზოლდა ფხაკაძე, გეგუთის N2 სკოლის დირექტორი
11-06-2021
-
+


რას ნიშნავს ძლიერი სკოლა, რა არის მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა და რა ახსოვს სკოლიდან გამორჩეულად - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ფხაკაძე ბლიც ინტერვიუში საუბრობს.

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- იწვევს ჩემში გარკვეულ ემოციებს, სკოლიდან მიდიან კურსდამთავრებულები, მათთან განშორება ყოველთვის ძნელია. დანარჩენი მოსწავლეებისთვის იწყება ხალისიანი საზაფხულო არდადეგები, სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია იწყებს მზადებას ახალი სასწავლო წლისათვის. 

-- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- მაღალ პროფესიონალიზმს, სწავლისა და სწავლების მაღალ დონეს, ძლიერ პედაგოგიურ კოლექტივს და სწავლების პროცესში ჩართულ მოტივირებულ მოსწავლეებს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- დირექციის, ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივის ერთგულად გვერდით დგომა, ერთი მიზნისკენ მიმართული საქმიანობა მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების მიღებისათვის. 2020-2021 სასწავლო წელს რამდენჯერმე მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევას ჩვენმა სკოლამ ღირსეულად გაართვა თავი.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- რა თქმა უნდა... ოჯახი, სკოლა და საზოგადოება ერთობლივად უნდა იბრძოდეს მომავალი თაობების სწავლა-აღზრდისთვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მაღალი ინტელექტის, პროფესიონალი, ემპათიური, მშვიდი, გაწონასწორებული მასწავლებელი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მოტივაციას მიმაღლებს მასწავლებელთა სწრაფვა, დირექციასთან ერთად ახალი მეთოდების და პროექტების წარმატებით დანერგვა.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მასწავლებელთა პროფესიონალიზმი. სკოლის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიური ტექნიკით. სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია. სკოლის კოლეგიალური  დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, რომლებიც ხელს უწყობენ  ახალი მეთოდებისა და იდეების დანერგვას სკოლაში, რაც აამაღლებს მოსწავლეთა სწავლის ხარისხს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება