სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აჭყვას საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის - „წიგნის საიდუმლო“ შემაჯამებელი შეხვედრა შედგა
10-06-2021
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში 2020–2021 სასწავლო წლის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით, ლიტერატურული კლუბი - „წიგნის საიდუმლო“ ფუნქციონირებს.

9 ივნისს კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა, რომელსაც სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა: ნინო აბუსელიძემ, გიორგი დავითაძემ, საბა აბუსელიძემ და საბა ბოლქვაძემ ისაუბრეს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე, დასკვნით ნაწილში კი აუდიტორიის ჩართულობით საბა ბოლქვაძემ ისაუბრა თემაზე: „ქართული კულტურული ტრადიციები და ევროპა“.

„კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ წლის განმავლობაში ლიტერატურულმა კლუბმა საშუალება მოგვცა ჩავრთულიყავით სხვადასხვა ონლაინ კონკურსებში, მათ შორის ლიტერატურულ მარათონში, რის გამოც განათლების სამინისტრომ  სკოლას საჩუქრად გადასცა 500 ცალი სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს განათლების სამინისტროს. 

კლუბის წევრი საბა აბუსელიძე ამბობს: „მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ისტორიას, ჩვენი კლასი შემორჩება მეხსიერებაში, თუნდაც ამ ლამაზი ისტორიით, რასაც ბიბლიოთეკის ლიტერატურით გამდიდრება ჰქვია".  

ნინო აბუსელიძემ მსმენელებს ურჩია წაეკითხათ მხატვრული ლიტერატურა, რაც უპირველეს ყოვლისა თითოეულის სულს გააფაქიზებს.

გიორგი დავითაძემ აღნიშნა, რომ ლიტერატურის გარეშე ადამიანი სრულფასოვანი ვერ იქნება.

შეხვედრა შეაჯამა კლუბის ლიდერმა საბა ბოლქვაძემ, აღნიშნა, რომ წიგნის სამყაროს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ირინე გორგაძემ გვაზიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. მჯერა აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება წინსვლასა და წარმატებაში.

სიტყვით  გამოვიდა სკოლის დირექტორის მ/შ გულნარა ბოლქვაძე და მადლობა გადაუხადა, როგორც კლუბის წევრებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შინაარსიანი მუშაობის გამო და რა თქმა უნდა დღევანდელი დღის გალამაზებისათვის. ასევე მადლობა გადაუხადა მასწავლებელ ირინე გორგაძეს", - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევ კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება