სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყულიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
07-06-2021
-
+


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

ისტორია კი ბევრად ადრე -  1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, საყულიის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებით აღნიშნეს. ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები.

„ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ „ქორებისა“ და „არწივების“ გუნდები და სტარტებში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა მშობლებმაც. ღონისძიებამ მხიარულ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა, ხელმძღვანელი კი გახლდათ ნანა ბაკურია“, - აღნიშნულია საყულიის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება