სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგონა, რომელიც ლურჯ ცასა და ბრდღვიალა მზეს ხატავს - გაიცანით ანანო ჩაკვეტაძე ლახამულას საჯარო სკოლიდან
07-06-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია მესტიის მუნიციპალიტეტის, ლახამულას საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. სკოლა კი უსაყვარლეს მოსწავლეებს ნიჭისა და საკუთრი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ამჯერად, ლახამულას საჯარო სკოლა მესამეკლასელ ანანო ჩაკვეტაძეს წარმოგვიდგენს.

„ეს ანანო ჩაკვეტაძეა, ჩვენი სკოლის მესამეკლასელი. ნიჭიერ გოგონას ყველა საგანი უყვარს, განსაკუთრებით კი ხელოვნება და ინგლისური. ამ საგნის მასწავლებლების მიმართაც განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს. ენატრება თაკო მასწავლებელი, რომელიც ამჟამად, იზოლაციაშია და მალე ჩაუტარებს საინტერესო, ხალისიან, ნაყოფიერ გაკვეთილებს; ანანო ხატავს ლურჯ ცას, ბრდღვიალა მზეს, ყვავილებს, ნატურმორტს, გოგონებს, ჩიტებს...დღეს კი ნათია მასწავლებელს ექსპრომტად დაუხატა „შავ-თეთრი გოგონა“, რომლითაც მისი პატივისცემა, სიყვარული გამოხატა. და, კიდევ ანანოს უამრავი ფუნჯი, ფანქარი, აკვარელის საღებავი აქვს, მაგრამ დიდი სიხარულით ელოდება მამის მიერ გამოგზავნილ ამანათს, რომელიც უცხოეთშია და საჩუქრად დაჰპირდა“, - აღნიშნულია ლახამულას საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება