სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სვანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ღირსშესანიშნაობები“ - კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს
04-06-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „სვანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ღირსშესანიშნაობები“ შეაჯამეს და პროექტზე მუშაობის პერიოდში შექმნილი პრეზენტაციები, პოსტერები და კედლის გაზეთები წარადგინეს.

პროექტი ხორციელდებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, გიორგი ტერუნაშვილისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მაია ქველაძის ხელმძღვანელობით.

„იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს, ნახოს მოსწავლეთა ნამუშევრები, შევქმენით ბლოგი, სადაც განვათავსეთ ყველა მასალა, რაც პროექტს უკავშირდება. https://svanfshavxevs.blogspot.com

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ: მარტივი კვლევის ჩატარება (ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გავრცელება წესების შესაბამისად), საკითხის არსის წვდომა, ისტორიული კულტურის ანალიზი, ასეთი ანალიზის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადასაჭრელად გეგმის დასახვა, ამოცანების ფორმირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტა. ამასთანავე, მათში დაიხვეწა ვერბალური ინფორმაციის ან/და საკუთარი აზრის მხატვრული ხერხებით გადმოცემის უნარი, რადგან პროექტის მასალების შეჯამება და პროდუქტების/რესურსები დამზადება მოსწავლეებმა უზრუნველყვეს მხატვრული ფორმებით.

პროექტმა მოსწავლეებში განავითარა სოციალური და კმუნიკაციის მრავალი უნარი; დამყარდა სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობები. ეს სარგებელი განსაკუთრებით მოსწავლეთა შორის შეინიშნება, რადგან ისისნი არა მარტო შექმნილ რესურსებს ცვლიან ერთმანეთში, არამედ, „თიმსის“ პლატფორმით, სოციალური ქსელებით უზიარებენ ერთმანეთს სამუშაო პროცესში გენერირებულ იდეებს, სთხოვენ რჩევებს და სხვა;

მოსწავლეები დაეუფლნენ კვლევის უნარებს და ამ თვალსაზრისით - გააცნობიერეს სასწავლო საგნების ურთიერთკავშირის მნიშვნელობა; დაიხვეწა ჯგუფური მუშაობის, ისტ ტექნოლოგიების თავისუფლად გამოყენების უნარები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება