| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით სკოლის ეკოკლუბ „ხემხვაიეს“ ორგანიზებით ინტელექტუალური კონკურსი „რა ? სად? როდის?“ გაიმართა.
კონკურსში მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა.
„ფინალში მაყურებელი შეხვდა მეთერთმეტეკლასელ მოაზროვნეებს (დიმა ძაძამია, ბორის მორგოშია, ნინო ფიფია, ლუკა ყამბარაშვილი, ლიკა შონია, ნინო ფიფია, ლუკა ქარდავა), გამარჯვება წილად ხვდა მოაზროვნეებს 4:3. მაყურებლების ფავორიტი, გამორჩეული მოაზროვნე გახდა გუნდის კაპიტანი დიმა ძაძამია. კონკურსის სიმბოლო, კონკურსის პრიზი ბრძენი ბუ შექმნა მასწავლებელმა ვალერიანე ფიფიამ და გადასცა გამარჯვებულ გუნდს. კონკურსის ორგანიზატორები მადლობას უხდიან მას თანადგომისთვის.
სკოლის დირეტორმა რობერტ გელვანმა და სასწავლო ნაწილის გამგემ წარმატებები მიულოცეს გამარჯვებულებს, მადლობა გადუხადეს კონკურსის ორგანიზატორებს: მასწავლებელს მთვარისა ფიფიას, წამყვანებს - თათია ციმინტიასა და გიორგი კვარაცხელიას კონკურსის საინტერესოდ წარმართვისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა